Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დეველოპერებს მიაჩნიათ, რომ საბანკო რეგულაციები უნდა შერბილდეს, რათა იპოთეკურ სესხებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს

თარიღი : 16-05-2019, 19:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დეველოპერები ბინების გაყიდვის შემცირების ტენდენციაზე ისევ აქტიურად საუბრობენ. ამის მიზეზად კი 2019 წლის პირველი იანვრიდან სესხების გაცემაზე, ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ რეგულაციებს ასახელებენ.

სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლების თქმით, სექტორი დღითიდღე იზრდებოდა და ვითარდებოდა, თუმცა დაკრედიტების პოლიტიკის გამკაცრების გამო, მათ შორის იპოთეკურ სესხებზე, გაყიდვები უძრავ ქონებაში მნიშვნელოვნად შემცირდა. მათივე თქმით, სამშენებლო სექტორში გაყიდვების შემცირება სხვა ბიზნესზეც აისახა, მათ შორის სამშენებლო მასალების წარმოებაზე, საოჯახო ტექნიკითა და ავეჯით ვაჭრობაზე. დეველოპერებს მიაჩნიათ, რომ უნდა მოხდეს საბანკო რეგულაციების გადახედვა და შერბილება, რათა გაიზარდოს იპოთეკურ სესხებზე ხელმისაწვდომობა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში,პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა ამოქმედდა, რომლის შედეგადაც, მოქალაქეთა შემოსავლების დეტალური ანალიზის გარეშე სესხების გაცემა შეიზღუდა.


ნანახია: 195-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ონლაინ სესხების მიკროსაფინანსოებად გადაკეთებაზე საუბრობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეც. მისი განცხადებით, გარკვეული
კერძოდ, სამუშაო დოკუმენტის თანახმად დაუშვებელი იქნება ისეთი სესხის გაცემა, რომელზეც მსესხებელი მხოლოდ საპროცენტო განაკვეთს იხდის,

ამინდი