Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები კარგ კვებას და კარგ სამუშაო პირობებს ითხოვენ

თარიღი : 16-05-2019, 16:17 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ჭიათურაში მაღაროელებს ნაწილი გაიფიცა. “ჯორჯიან მანგანეზის” თანამშრომლები ხელფასების 50 პროცენტით გაზრდას, სამუშაო პირობების და კვების გაუმჯობესებას ითხოვენ. ისინი ამ წუთებში კომპანიის ადმინისტრაციის შენობის წინ საპროტესტო აქციას მართავენ.

მათი თქმით, ერთხელ უკვე შეხვდნენ კომპანიის ხელმღვანელებს, თუმცა მოლაპარაკებები უშედეოდ დასრულდა.

აქციას ჭიათურის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი შეუერთდა. მისი თქმით, აქციის პოლიტიკურად მართვასთან დაკავშირებით კომპანიის პოზიცია აბსურდულია. გარე ძალებისგან აქციის მართვას უარყოფენ მაღაროელებიც და ამბობენ, რომ მათ პოლიტიკასთან შეხება არ აქვთ.

"ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალურ მმართველს პროტესტის არჩევნების მოახლოებასთან კავშირი კითხვის ნიშნებს უჩენს. ნიკა ჩიქოვანი ამბობს, რომ დასაქმებულებთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს, კომპანია ეტაპობრივად ზრუნავს პრობლემების გადაჭრაზე და მისთვის გაუგებარია, რატომ დასჭირდათ მაღაროელებს კომუნიკაციის ეს ფორმა.

"ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაცია ამ წუთებში მსჯელობს, როგორ მოხდება დასაქმებულების პრობლემების გადაჭრა.

"რეალური პრობლემების გადაჭრაზე ვზრუნავთ და ვიზრუნებთ, მოგონილზე ვერაფერს ვიზამთ. თუ მაღაროელები ამბობენ, რომ კვება არ ვარგა, ამას გავარკვევ და რა თქმა უნდა მომწოდებელ კომპანიას გავუშვებ, რადგან მათ ფულს კარგ კვებაში ვუხდით. პირობების გაუმჯობესებაზე მუდმივად ვზრუნავთ. უკვე სატესტო რეჟიმშია ახალი ქარხანაც და კიდევ ვგეგმავთ აშენებას, რამაც შემოსავალი უნდა გაზარდოს და შესაბამისად, მაღაროელებს ხელფასები უნდა გაეზარდოთ. ადამიანები სამუშაოდ იძულებით და სხვა გამოსავალი რომ არა აქვს ამის გამო კი არ უნდა დადიოდნენ, არამედ კმაყოფილები უნდა იყვნენ სამუშაო პირობებით,"- განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

აქციის მონაწილეების თქმით, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტს არ შეწყვეტენ.


ნანახია: 313-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები მე–11 დღეა საპროტესტო აქციას მართავენ
ჭიათურაში, ჯორჯიან მანგანეზის ადმინისტრაციის შენობის წინ, მაღაროელები საპროტესტო გამაფრთხილებელ აქციას მართავენ.
მოშიმშილეების თქმით, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება ისინი პროტესტს არ შეწყვეტენ.
ჭიათურ-მარგანეზის ადმინისტრაციის შენობასთან გაფიცული მაღაროელები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვ

ამინდი