Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ჩვენ მოსწავლეებზე უნდა ვისაუბროთ, ჩვენ მოსწავლეები უნდა წარმოვაჩინოთ,'- ლადო აფხაზავა წყალტუბოს სკოლას სტუმრობდა

თარიღი : 16-05-2019, 11:47 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოს N1 საჯარო სკოლას მსოფლიო დონის ქართველი პედაგოგები სტუმრობდნენ.

სკოლას მასწავლებელის გლობალური ჯილდოს ფინალისტი ლადო აფხაზავა, მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს ათწლეულის წევრი, ბრიტანეთის საბჭოს ტრენერი მაია ტყემალაძე, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მანანა კაპეტივაძე და სხვა პედაგოგები სტუმრობდნენ, რომლებიც აღნიშნული სკოლის მუშაობის პრინციპს გაეცნენ და მოსწავლეებს მასტერკლასი ჩაუტარეს.

დღის ბოლოს შემაჯამებელი კონფერენცია გამართა წყალტუბოს ოტია იოსელიანის სახელობის #1 სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულძემ. კონფერენციაზე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სკოლებს შორის.

კონფერენციას ესწრებოდნენ წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტარი - ცოტნე ზურაბიანი, მუნიციპალიტეტის მერი - გრიგოლ იოსელიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე.

აუდიტორიას სიტყვით მიმართა ლადო აფხაზავამ:
“აქ აღინიშნა, რომ ამ სკოლაში არიან მენტორი მასწავლებლები, წამყვანი მასწავლებლები, არადა ჩვენ მოსწავლეებზე უნდა ვისაუბროთ, ჩვენ მოსწავლეები უნდა წარმოვაჩინოთ. სოციალურ ქსელებში საგანამათლებლო სივრცეს როცა გადავხედავთ, ღონისძიებებზე წინა რიგებში სულ მასწავლებლები სხედან, ამ დრო კი მასწავლებლები უკან უნდა ვყოთ და მოსწავლეები დავსვათ წინა რიგებში, მოსწავლეების წარმატებები უნდა ვიზეიმოთ და ჩვენ უნდა შევქმნათ შესაბამისი გარემო, რომ მათი ინიციატივები განვახორციელოთ“, - აღნიშნა ლადო აფხაზავამ.

#1 სკოლის დირექტორმა მოწვეულ სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.


ნანახია: 83-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ლადო აფხაზავა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის სკოლის პედაგოგია, რომელიც 50 საუკეთესო პედაგოგს შორის დასახელდა.
სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლა გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებს.
№3 საჯარო სკოლაში დღეს 2015 წელი შეაჯამეს.
ქუთაისის მერმა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულებს უმასპინძლა.

ამინდი