Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მეც ვმუშაობ, როგორც რიგითი ხელოსანი,'- ომარ ნიშნიანიძე ხომალდ 'არგოს' საკუთარი ხელით აგებს

თარიღი : 15-05-2019, 14:50 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე ხომალდ "არგოს"-ს აგების პროცესს პირადად ხელმძღვანელობს. ხომალდის აგება ფოთში მიმდინარეობს. ნიშნიანიძე ამბობს, რომ ამ დროისათვის სამუშაოების ორი/მესამედი არის შესრულებული.

"წინ კიდევ ბევრი შრომაა. ყოველდღე აქ ვარ და მეც ვმუშაობ, როგორც რიგითი ხელოსანი,"- ამბობს ომარ ნიშნიანიძე ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-სთან საუბრისას.

მისივე თქმით, ხომალდის მშენებლობა 2 ივნისამდე უნდა მოესწროს.

"დიდი სურვილი გვაქვს, მშენებლობის დასრულება დავამთხვიოთ ვანის სახალხო დღესასწაულს, რომელსაც "ვანელობა" ჰქვია. სწორედ იმ დღეს როდესაც სტუმრიანობა იქნება ვანში, ჭყვიშში, გალაქტიონის სახლ-მუზეუმში, სწორედ ისე, როგორც კიმ სევერინი მიადგა მას, ისე მივიდეთ ვანამდე. რეალური მოგზაურობის შემდეგ, "არგოს" გადმოვიყვანთ ქუთაისში და არგონატიკის მუზეუმში დაიდებს ბინას, სადაც გემის გარდა სხვა უამრავი მნიშვნელოვანი ექსპონატიც იქნება წარმოდგენილი, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და ცნობადობის ამაღლებას,“- ამბობს ომარ ნიშნიანიძე.

როგორც ომარ ნიშნიანიძე აღნიშნავს, ხომალდის წყალში ჩაშვების საზეიმო ცერემონიალი სავარაუდოდ მოზაურ ტიმ სევერინის საქართველოში ვიზიტიდან 35 წლისთავს დაემთხვევა. გარდა ამისა, პროფესორი მოგზაურის სახელის ქუთაისის რომელიმე ქუჩისათვის მინიჭების ინიციატივითაც გამოდის.

"35 წელი სრულდება კიმ სევერინის ვიზიტიდან. 1984 წელს იმოგზაურა მან და მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენა ჩვენი დიდი ისტორია. სწორედ კიმ სევერინის მოგზაურობის 35 წლის თავს ეძღვნება ეს მოგზაურობა. გარდა ამისა, ქალაქის ხელმძღვანელობას ჩვენ ალბათ დავუყენებთ საკითხს, რომ კიმ სევერინის ქუჩაც იყოს ქუთაისში,"-ამბობს ომარ ნიშნიანიძე.


ნანახია: 271-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც ნიშნიანიძე Topnews.com.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ქუთაისს სამი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება.
საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ომარ ნიშნიანიძე ხელისუფლებისგან დასაქმებას ელოდება
მმართველი პარტიის წევრის თქმით, შუქის წასვლის გამო დისკომოფრტი ექმნება, როგორც ადგილობრივებს ასევე ჩამოსულ ტურისტებს.
ნიშნიანიძის თქმით, მას ახალი სამსახურისთვის საკმარისი რესურსი აქვს.

ამინდი