Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დაშლის პირას მყოფი ქუთაისის 'ტორპედო'-ს გადარჩენას ქალაქის მერიას სთხოვენ

თარიღი : 15-05-2019, 13:19 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერს გიორგი ჭიღვარიას საფეხბურთო კლუბ "ტორპედო"-ს დახმარებისკენ მოუწოდებენ. მას შემდეგ, რაც "ტორპედო" ჩინელმა ინვესტორმა დატოვა, კლუბი დაშლის საფრთხის წინაშე დადგა. კერძოდ, კლუბს ფეხბურთელების მიმართ სახელფასო დავალიანება აქვს. "ტორპედო"-ს დირექტორი ზაალ ჩაჩავა კი არ გამორიცხავს, რომ კლუბი ქუთაისის მერიას დაუბრუნონ, თუ შესაბამის ფინანსებს ვერ მოძებნიან.

ქუთაისის მერიაში კი აცხადებენ, რომ მერიის წარმომადგენლები კლუბის წარმომადგენლებს შეხვდებიან და არსებულ პრობლემებს განიხილავენ.

"ჯერ ოფიციალურად კლუბთან დაკავშირებით, მერიისთვის არავის მოუმართავს, იგეგმება შეხვედრა მერიისა და "ტორპედო"-ს წარმომადგენლებს შორის და დეტალები ამის შემდეგ გახდება ცნობილი,"- აცხადებენ ქუთაისის მერიაში.


ნანახია: 419-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვიცე-მერის თქმით, უმჯობესია კლუბს კერძო მეპატრონე ჰყავდეს.
ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად 'ტორპედო' თბილისის 'დინამო'-ს დაუპირისპირდა.
ქალაქის მერიაში იმედოვნებენ, რომ აუქციონის შედეგად კლუბი კერძო საკუთრებაში აღმოჩნდება.
როგორ ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-სათვის არის ცნობილი, კერძო კომპანიისათვის საფეხბურთო მოედნის გადაცემასთან
შეხვედრა ანგარიშით 1:2 დასრულდა.
აღნიშნულის შესახებ 'გირჩი'-ს იმერეთის ორგანიზაციაში აცხადებენ.

ამინდი