Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურაში ტრაგიკულად დაღუპული კალათბურთელის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა

თარიღი : 14-05-2019, 20:10 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ჭიათურაში, 27-ე სპორტული სკოლის ინიციატივით, ტრაგიკულად დაღუპული კალათბურთელის, დავით ბუხრაშვილის სახლობის თასის გათამაშება ჩატარდა.

გათამაშებაში ჩვენი ქალაქის პირველი და მეორე ნაკრების გარდა ,საჩხერელმა და ზესტაფონელმა კალათბურთელებმაც მიიღეს მონაწილეობა.

ტურნირის გამარჯვებული საჩხერის გუნდი გახდა,რომელსაც საპატიო თასი დავით ბუხრაშვილის მამამ, ბატონმა თამაზ ბუხრაშვილმა გადასცა.

გამოვლინდნენ საუკეთესო კალათბურთელები:
საუკეთესო მცველი- ზუკა წერეთელი (ჭიათურა),
გამთამაშებებლი - დავით ცქიფურიშვილი (ზესტაფონი), თავდამსხმელი - თაზო ცერცვაძე (საჩხერე),
ტურნირის საუკეთესო კალათბურთელად კი - ჭიათურელი საბა გელაშვილი აღიარეს.
ტურნირზე დაწესებული იყო კიდევ ერთი პრიზი - გულშემატკივართა სიმპატია, რომელიც ერთადერთ მონაწილე გოგონას- თეკლა გუჯაბიძეს გადაეცა.
საუკეთესო კალათბურთელები ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სულხან მახათაძემ დააჯილდოვა.

ანიშნული ტურნირი ჭიათურაში წელს უკვე მესამედ ჩატარდა.


ნანახია: 219-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აკაკი ჩიბურდანიძე "ტორპედო"-ს პრესსამსახურის თანამშრომელი იყო.
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის ტურნირი ქუთაისის მერიის ორგანიზებით და ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.
მასში მონაწილეობას სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული დაახლოებით 200-მდე მოჭადრაკე იღებდა.

ამინდი