Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის 5 საბავშვო ბაღში მზის ელექტროსადგური დამონტაჟდება

თარიღი : 14-05-2019, 19:59 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ხარაგაულის 5 საბავშვო ბაღში მზის ელექტროსადგური დამონტაჟდება. აღნიშნულ საკითხზე დღეს ხარაგაულის მერიაში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. აღნიშნული პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციამ - „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ გრანტის სახით მოიგო და დაფინანსება მოიპოვა.

შეხვედრაზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ხათუნა მანჯავიძემ, მერის თანაშემწე, ლაშა გელაშვილმა და ბაღების გაერთიანების დირექტორმა მამუკა ჭიპაშვილმა პროექტის დეტალები განიხილეს. ისაუბრეს კონკურსის შედეგებზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ - „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ მზის ფოტოელემენტების, ქსელური ინვენტარისა და მათი გამოყენებით მზის 5 მიკრო ელექტროსადგურის მონტაჟის მიზნით გამოაცხადა. კონკურსში რამდენიმე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, რომელთა წინადადებები შეხვედრაზე განიხილეს. საბოლოო გადაწყვეტილებას კი ექსპერტის დასკვნის საფუძველზე მიიღებენ.

მზის ელექტროსადგურები ბორითის, წყალაფორეთის, კიცხის, ვარძიის და დაბის პირველ საბავშვო ბაღში დამონტაჟდება.

ხათუნა მანჯავიძის ინფორმაციით, ბაღების შერჩევა წინასწარი კვლევისა და ექსპერტის დასკვნის საფუძველზე მოხდა.

როგორც სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა აღნიშნა, პროექტის განხორციელებით დაიზოგება ელექტროენერგიის მოხმარება.

პროექტი აგვისტოს ბოლოს დასრულდება.


ნანახია: 262-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დღეისათვის მზის კოლექტორები ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
ზაზა მეფარიშვილმა ხარაგაულის რაიონში №1 საბავშვო ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
ნობათი ქალაქის 35 ბაღის 9 900-მა აღსაზრდელმა მიიღო.
რისთვისაც საბავშვო ბაღების გაერთიანების ადმინისტრაცია ბოდიშს უხდის აღსაზრდელთა მშობლებს.

ამინდი