Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თეატრალიზებული წარმოდგენა, დოღი და სპორტული აქტივობები-სოფელ გეგუთში, თამარის ციხეზე 'თამარობა' აღნიშნეს

თარიღი : 14-05-2019, 19:38 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში „თამარის ციხეზე“ თამარობის ტრადიციული დღესასწაული აღინიშნა.

თამარის ციხის ნანგრევებზე თეატრალიზებული წარმოდგენა - "ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო", გამართეს გეგუთის N1 და N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ასევე კონცერტი ჩაატარეს გეგუთის კულტურის სახლის შემოქმედებითმა კოლექტივებმა.

თამარობა ადგილობრივ მოსახლეობას და სტუმრებს მიულოცეს პარლამენტარმა, წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ცოტნე ზურაბიანმა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრუბელმა პაატა ახალაძემ.

ტრადიციული დღესასწაული გეგუთში ათწლეულებია ტარდება და ამ დღეს ადგილობრივები კულტურული ღონისძებებთან ერთად სხვადასხვა სპორტული აქტივობებით აღნიშნავენ. დღესასწულს ტრადიციული დოღი ასრულებს.

აღსანიშნავია, რომ დიდი მეფის ხსენების დღეს საქართველოს ყველა მართლმადიდებელ ტაძარში წირვა-ლოცვა იმართება. საქართველოში ეს დღე ეროვნულ დღესასწაულად იქცა 1917 წლიდან —ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან.


ნანახია: 116-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თამარის ციხეზე თეატრალიზებული კომპოზიცია დაიდგა, რომლის ავტორი წყალტუბოს კულტურის ცენტრი იყო.
აღსანიშნავია, რომ გეგუთის ციხე მალე შეუერთდება დასავლეთ საქართველოს ტურისტული ობიექტების რიცხვს.
ამის შესახებ ინფორმაცია წყალტუბოს გამგეობას კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილემ პაატა გაფრინდაშვილმა
განათებული გეგუთის ციხე (ფოტო)
ვარძიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია თამარ მეფის ეპოქაში, XII-XIII საუკუნეებშია აგებული.
ამომრჩევლის წინაშე ის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა წარადგინა.

ამინდი