Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ყველის ფესტივალი გაიმართება

თარიღი : 14-05-2019, 12:41 | კატეგორია: ახალი ამბები, ანონსი   
topnews.com.ge
2019 წლის 18 მაისს ,,ქუთაისის ტურიზმის ცენტრის“ ორგანიზებით ქუთაისში ყველის ფესტივალი გაიმართება. აღნიშნული ღონისძიება უკვე მეორე წელია ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე იმართება.

2018 წელს ყველის ფესტივალში მონაწილეობა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, თორმეტამდე მეყველემ მიიღო, ღონისძიება ძალიან საინტერესო და წარმატებული გახლდათ მიმდინარე წელს დაიგეგმა, რომ ფესტივალი გახდეს უფრო მრავალფეროვანი და დაიტვირთოს მეტი აქტივობებით.

წელს ქუთაისის ყველის ფესტივალი შედგება რამდენიმე ძირითადი კომპონენტისაგან:
• ქართული ყველის გამოფენა-გაყიდვა. საქართველოში ცნობილი მეყველე ანა მიქაძის დახმარებით ფესტივალზე წარდგებიან საქართველოს რეგიონებიდან მოწვეული 12 მეყველე, თუმცა იმერული ყველი იქნება წამყვანი სახეობა. ჩატარდება ყველის გაკეთების მასტერ-კლასი. (აღნიშნული აქტივობა იქნება საჯარო.)
• სამი იმერული კერძის მასტერ - კლასი, რომელსაც ჩაატარებს ცნობილი მზარეული ესმა კუნჭულია. (აღნიშნული აქტივობა იქნება საჯარო.)
• ლექტორიუმი "გასტრონომიული კულტურა ქვეყნის საიმიჯო რესურსი." აღნიშნულ ლექციას ჩაატარებს ქართული კულინარიის მკვლევარი დალი ცატავა. (საჯარო ლექცია განკუთვნილი იქნება ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანებისათვის.)
• ა(ა)იპ ,,ქუთაისის ტურიზმის ცენტრისთვის“ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველთან ერთად, გამოფენა-გაყიდვის კომპონენტში, იმერეთის თითოეული მუნიციპალიტეტიდან ფესტივალზე წარმოდგენილი იყოს წარმატებული და გამორჩეული ადგილობრივი მეწარმე, რომელიც აწარმოებს სოფლის მეურნეობის პროდუქტებს (რძის პროდუქცია, მეღვინეობა, თაფლი, ჩირები, ჩურჩხელები...).

აღნიშნული ღონისძიება უკვე დაანონსდა შესაბამის პროფესიულ წრეებში (ტურისტული კომპანიები, როგორც ადგილობრივი ასევე ქვეყნის მასშტაბით.), რაც გათვალისწინებული იქნება მათ მიერ დაგეგმილ ტურებში.


ნანახია: 846-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჭიათურის მუნიციპალიტეტი ყველის ფესტივალზე სასოფლო სამეურნეო კოოპერატივმა 'ნიკორა' წარმოადგინა.
თბილისში მიმდინარე ყველის ფესტივალი დასრულდა.
ეს განცახადება საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა მიქელაძემ ქუთაისში, ქალაქის დღესასწაულზე გამართლ
როგორც ექსპერტები აცხადებენ, აღნიშნული ყველის სახეობა იშვიათია და მისი უცხოურ ბაზარზე გატანა უმნიშვნელოვანესია.

ამინდი