Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ცნობილი ქართველი კომპოზიტორის საიუბილეო საღამო გაიმართება

თარიღი : 14-05-2019, 12:38 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
topnews.com.ge
ქუთაისში კახა ცაბაძის საიუბილეო კონცერტი გაიმართება.

2019 წელს დაბადებიდან 60 წელი უსრულდება ცნობილ ქართველ კომპოზიტორს კახა ცაბაძეს. კომპოზიტორის საიუბილეოდ არაერთი კონცერტი და ღონისძიება იგეგმება თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.

14 მაისს იუბილარსა და მის შემოქმედებას ქუთაისი მასპინძლობს. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, „ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“, საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის, მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის, ქუთაისის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის აქტიური თანამშრომლობით გაიმართება მასშტაბური საიუბილეო საღამო. საკონცერტო პროგრამაში შეტანილია კომპოზიტორის როგორც ცნობილი, პოპულარული ნაწარმოებები, ასევე, შედგება რამდენიმე თხზულების პრემიერაც.

ორგანყოფილებიანი კონცერტის პირველი ნაწილი დაეთმობა კახა ცაბაძის სიმფონიურ, კამერულ და კამერულ-ვოკალურ შემოქმედებას, მეორე განყოფილებაში კი აჟღერდება კომპოზიტორის საესტრადო სიმღერები. სხვადასხვა თაობის ქუთაისელ მუსიკოსებთან ერთად, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე ცნობილი მუსიკოს-შემსრულებლები, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები - თამარ ლიჩელი, გიორგი ქობულაშვილი, ბესიკ გაბიტაშვილი, ასევე, ნათია სტეფანიშვილი, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის ინსტრუმენტული ტრიო (მაია ჯინჭველაშვილი, ქეთევან თავშავაძე,ია ბახტაძე), სიმებიანი კვარტეტი (ზანდა კიკვაძე, დარეჯან ფურცხვანიძე, ნათია გაბრიაძე, მაყვალა სანიკიძე), მანანა კიკაბიძე, გიორგი რევიშვილი, ბექა ბაბუნაშვილი, ნანუკა გორგოძე,“ჩვენი კვარტეტი” (ირაკლი სირბილაძე, გიორგი დიხამიძე, მანუჩარ კობახიძე, დავით ნემსვერიძე),გოგიტაგეგელაშვილი,კახა იშხნელი, სალომე ბაკურაძე, მარიტა როხვაძე, ია ტომაში, ელეონორა გოგოლაშვილი, ბექა ბანძელაძე, ნიცა კირვალიძე,ლიზა ჩიჩუა, თამარ ლაჭყეპიანი, გიორგი ბაღათურია.

კონცერტში მონაწილეობს ქუთაისის სიმფონიური ორკესტრი დირიჟორ რევაზ ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით. კახა ცაბაძის საიუბილეო კონცერტი 14 მაისს 18 საათზე ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება.


ნანახია: 92-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საიუბილეო კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება.
კონცერტი 30 დეკემბერს, 16:00 საათზე, ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში
კონცერტის მხარდამჭერია ქუთაისის მერია.
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 23 ნოემბერს, 19:00 საათზე, გიორგობის
კონცერტი ქუთაისის ოპერის თეატრში 29 დეკემბერს, 16:00 საათზე გაიმართება.
ამ დღისთვის ხარაგაულში სტუმრად რევაზ ლაღიძის ოჯახის წევრები და მეგობრები იმყოფებოდნენ.

ამინდი