Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში არსებულ ოქროს ჩარდახს ახალი დირექტორი აღარ ეყოლება

თარიღი : 14-05-2019, 12:26 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში არსებულ ოქროს ჩარდახს ახალი დირექტორი აღარ ეყოლება.

ქალაქის მერიისა და ტურიზმის საინფრორმაციო ცენტრის გადაწყვეტილებით, ოქროს ჩარდახის დირექტორის შტატი გაუქმდა. ოქროს ჩარდახი ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის დაქვემდებარებაში შედის. ცენტრის დირექტორის ტატო ლილუაშვილის განცხადებით, ჩარდახზე ტურიზმის ცენტრის თანამშრომლები იზრუნებენ.

ოქროს ჩარდახის დირექტორი ემზარ ჯინჭარაძე ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. სწორედ ემზარ ჯინჭარაძის სახელს უკავშირდება ოქროს ჩარდახის გადარჩენა და მისი იმ სახით შენარჩუნება, როგორითაც დღეს არის წარმოდგენილი.

ოქროს ჩარდახი იმერეთის მეფეთა რეზიდენცია იყო. რიონის მარჯვენა სანაპიროზე, ქ. ქუთაისის ცენტრში, ამჟამინდელ რუსთაველისა და თეთრ ხიდებს შორის. პირველი ცნობები სამეფო რეზიდენციის შესახებ ეკუთვნით ევროპელ მოგზაურებს (იტალიელ ამბროზიო კონტარინის - XV ს. და რუს ელჩებს - ტოლოჩანოვს და იევლევს - XVII ს). რეზიდენციას რამდენიმე ძირითადი ნაგებობა ჰქონდა: წმ. გიორგის კარის ეკლესია, დიდი სახლი, მცირე სახლი და სასადილო პალატი.

ეზოს ცენტრში, დიდი ჭადრების ქვეშ, რომელთაგან ერთი დღემდეა შემორჩენილი, იდგა ჩარდახი - ოთხ სვეტზე დაყრდნობილი მაგიდა სალხინებლით. გალავნის კედელში ჩართული იყო სამრეკლო სამეფო რეზიდენციები - გეგუთის სასახლე და ოქროს ჩარდახი და მეფის სალაროსა და სასახლის მცველებისათვის განკუთვნილი კოშკი.

სამეფო რეზიდენცია არაერთხელ დაზიანდა XVII ს-ში. XIX საუკუნეში რეზიდენციის ნაგებობათაგან მცირე სახლი, კარის ეკლესია და სამრეკლო იყო გადარჩენილი. რეზიდენციის ნაგებობათაგან დღეს შემორჩენილია მხოლოდ ერთი - ე. წ. მცირე სახლი. წყალდიდობისგან დასაცავად გამიზნული პირველი სართული ყველა მხრიდან თაღებით არის გახსნილი. მეორე სართულის დიდი დარბაზის კედლებს XVI-XVII სს-ში ბატალური სცენები ამკობდა. ნაგებობა XIX საუკუნეში გადაკეთდა, დღევანდელი სახე კი1960-იან წლებში მიიღო.


ნანახია: 375-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დაზარალებულის ინფორმაციით წაღებულია ძვირადღირებული ნივთები და ოქროს სამკაულები.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, ამჟამად სკვერში არსებული მდგომარეობა მძიმეა და ის პარკირებისთვის გამოიყენება.
პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქუთაისში საქართველოს ტურიზმის ეროვნული
53 ოქროს და 66 ვერცლის მედას გადავცემთ იმ მოსწავლეებს, რომლებმაც 12 წელი სკოლაში წარცინებით ისწავლეს
ქუთაისში, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მთელი დღის მანძილზე აღინიშნება.

ამინდი