Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიამ მორიგი სასამართლო დავა წააგო

თარიღი : 14-05-2019, 11:51 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში არსებულმა კაფე "სავანემ" ქალაქის მერიას სასამართლო დავა მოუგო. კაფის მეპატრონეებმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მერიის ის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, რომლის თანახმად, ქუთაისის მერიამ კაფის ტერიტორიაზე მაგიდებისა და სკამების განთავსების გამო, დაწესებულება 2000 ლარით დააჯარიმა.

კაფე "სავანეს" ადვოკატი ნინო მეფარიშვილი ამბობს, რომ მერიას მათი დასჯა ჰქონდა გადაწყვეტილი, რადგან "სავანე" მასთან სამართლებრივ დავაში იმყოფება. ამ მიზნით მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინეს არა გარევაჭრობის შესახებ კანონის დარღვევის მუხლით, რომელიც 30-დან 50 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს, არამედ, საზოგადოებრივი სივრცის შეზღუდვის გამო, რაც 2000 ლარიან ჯარიმას გულისხმობს.

ცნობისთვის, კაფე "სავანეს" მეპატრონეებმა მერიის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დაიწყეს. მათი თქმით, 2012 წელს ბაღის ტერიტორია საჯარო რეესტრში დაარეგისტრირეს, სადაც არ მიუთითეს ობიექტის არსებობა, როცა მათი განცხადებით, აღნიშნული კაფე უკვე 23 წელია არსებობს.

"ახლა კი მერია გვთავაზობს იჯარით ავიღოთ ჩვენი ქონება, რაზეც, რა თქმა უნდა, არ ვართ თანახმა,"- აცხადებენ კაფეს მეპატრონეები.



ნანახია: 225-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის ყოფილმა ვიცე–მერმა ამირან ზოწენიძემ ქალაქის მერიას სასამართლო დავა მოუგო.
ზესტაფონის მერიას ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოუგო.

ამინდი