Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„სტომატოლოგიური დაწესებულების 54% ინფექციის კონტროლისა და პრევენციის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს“

თარიღი : 13-05-2019, 19:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ინფექციის პრევენციისა და კონტროლის (იპკ) სისტემის ეფექტიანობის აუდიტი ჩაატარა იმის დასადგენად, თუ რამდენად საკმარისია ქვეყანაში არსებული რეგულაციები და კონტროლის მექანიზმები სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ეფექტიანი სისტემის უზრუნველსაყოფად.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, სტომატოლოგიური დაწესებულებისთვის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულია იპკ-ის სისტემის მოთხოვნები. 2018 წლის მაისის მდგომარეობით, ქვეყანაში მოქმედებდა 1,526 სტომატოლოგიური დაწესებულება. სააგენტოს მიერ 2015-2017 წლებში განხორციელებული შემოწმების შედეგად კი გამოვლინდა, რომ შემოწმებული სტომატოლოგიური დაწესებულების 54% ვერ აკმაყოფილებს ინფექციის პრევენციისა და კონტროლის (იპკ) მოთხოვნებს.

ამათგან, იპკ-ის სისტემის მიმართულებით ტექნიკური რეგლამენტის ცალკეული მოთხოვნის, ყველაზე მეტი დარღვევა გამოვლინდა დეზინფექციისა და სტერილიზაციის (მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო იარაღების, საგნებისა და მასალებისათვის) სათანადო რეჟიმითა და აღრიცხვით უზრუნველყოფის პროცესში. კერძოდ, აღნიშნული მოთხოვნა 2015 წელს დარღვეულია შემოწმებული სტომატოლოგიური დაწესებულებების 55%-ში, 2016 წელს − 48%-ში და 2017 წელს − 51%-ში.

აუდიტის შედეგად გამოიკვეთა, რომ კანონმდებლობა არ მოითხოვს, შემოწმდეს სტომატოლოგიური სამედიცინო დაწესებულებები საქმიანობის დაწყების ეტაპზე აკმაყოფილებენ თუ არა სავალდებულო მოთხოვნებს. ამავე დროს, შესამოწმებელი დაწესებულებების შერჩევის კრიტერიუმად არ არის განსაზღვრული ახლად გახსნილი სტომატოლოგიური დაწესებულებების შემოწმება, რაც პაციენტების უსაფრთხოების რისკებს ზრდის.

აუდიტის სამსახურის შეფასებით, საქმიანობის დაწყების ეტაპზე ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შემოწმება შექმნის შესაძლებლობას საწყის ეტაპზე იქნეს აღმოჩენილი არსებული ნაკლოვანებები და შესაბამისი რეაგირების პირობებში შემცირდეს დარღვევების მაჩვენებელი, რაც ხელს შეუწყობს როგორც პაციენტების უსაფრთხოებას, ასევე იპკ-ის სისტემის ეფექტიან მართვას.

bpn.ge


ნანახია: 138-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა სახის დარღვევების გამო 9 სამართალდარღვევის ოქმი შედგა. ვერ შემოწმდა 6 სტომატოლოგიური დაწესებულება, რადგან დაკეტილი იყო.
თქვენთვის სასურველი ინფორმაციის მისაღებად შესაბამისი კითხვები შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ Topnews.com.ge-ს ელექტრონულ ფოსტაზე:
ჯანდაცვის სამინიტროს მიერ სილამაზის სალონების აკუპუნქტურის, პირსინგისა და ტატუირების ცენტრების კონტროლი ადგილობრივ
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge და სტომატოლოგიური კლინიკა 'დენტალუქსი' გთავაზობთ ერთობლივ
საქართველოში ყოველი მეათე ადამიანი c ჰეპატიტითაა დაავადებული.
სიბრძნის კბილის განვითარება და ამოჭრა ხშირ შემთხვევაში სხვა კბილების განვითარება- ამოჭრისგან პრობლემატურია.

ამინდი