Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველოში ძიძობა სერტიფიცირებას დაექვემდებარება

თარიღი : 13-05-2019, 19:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოში ძიძობა სერტიფიცირებას დაექვემდებარება.

ამის შესახებ ჩანაწერი „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ კანონპროექტშია გაკეთებული, რომლის პირველი მოსმენა პარლამენტში უკვე გაიმართა.

როგორც პროექტშია აღნიშნული, სერტიფიცირებულ მომვლელს უფლება ექნება, ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით სოციალური მუშაკისგან შესაბამისი მხარდაჭერა მიიღოს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სერტიფიცირება ნებაყოფლობითი იქნება.

„ბავშვის მომვლელის (ძიძა) სტატუსი, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, მოუაროს ერთ ან რამდენიმე (არაუმეტეს 5 ბავშვისა) ბავშვს მისი კანონიერი წარმომადგენლის სახლში ან მის გარეთ, ექვემდებარება ნებაყოფლობით სერტიფიცირებას. სერტიფიცირებულ მომვლელს უფლება აქვს, მიიღოს შესაბამისი მხარდაჭერა ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით სოციალური მუშაკისგან.

ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის სფეროში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების სტანდარტებს, აგრეთვე მომვლელის (ძიძა) ნებაყოფლობითი სერთიფიცირების წესს და მომვლელის საქმიანობის სამართლებრივ საფუძლებს განსაზღვრავს დებულება ,,ბავშვის დაცვის და დახმარების სფეროში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების სტანდარტები“, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა,“-აღნიშნულია კანონპროექტში.

ამასთან, დოკუმენტის თანახმად, ბავშვის მომვლელის (ძიძა) ნებაყოფლობითი სერთიფიცირების პროცესს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაუწევს ორგანიზებას.

ცნობისთვის, „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ პროექტი პარლამენტში 2019 წლის 13 თებერვალს წარადგინეს, მისი ავტორები პარლამენტის წევრი სოფო კილაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი პაატა ტურავა არიან.

შეგახსენებთ, რომ ბავშვის აღმზრდელების საკითხის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში გასულ წელსაც შევიდა. წინადადების ავტორი მოქალაქე მაია რობაქიძე იყო. თავად ინიციატივა კი ბავშვის აღმზრდელთა რეესტრის შექმნას გულისხმობდა. თუმცა, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება დაიწუნეს პარლამენტში და აღნიშნეს, რომ საკანონმდებლო ორგანოში „ბავშვთა კოდექსის“ კანონის პროექტის თაობაზე მუშაობდნენ, სადაც მათ შორის ძიძა/აღმზრდელის საკითხიც იქნებოდა შეტანილი.

bpn.ge


ნანახია: 117-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში სამართლებრივ რეგულაციებზე დღეს იმსჯელებს.
ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებმა პარლამენტში "ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ" საკანონმდებლო წინადადება წარადგინეს. როგორც
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს.
საქართველოში შვილის აყვანის 3262 მსურველია რეგისტრირებული, გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი კი, 161-ს აქვს.
დეპუტატი პარლამენტში განსახილველად შესულ იმ კანონპროექტს იწუნებს, რომლის მიხედვით, თვითმმართველობებს ფინანსების განკარგვის უფლება
ხალგაზრდობის გამზირზე საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდნილი ბავშვის ჯანმთელობის მდგომარეობა მძიმეა

ამინდი