Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მოქალაქე, რომელსაც დედის დაცვის უფლებას არ აძლევენ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

თარიღი : 13-05-2019, 18:03 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მოქალაქე ავთანდილ კუჭავა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს. კუჭავა კანონის იმ ნორმის გაუქმებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში ადვოკატის გარდა ნებისმიერ პირს წარმომადგენლობის უფლება ეზღუდება.

იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან საუბარში კუჭავა ამბობს, რომ საქალაქო სასამართლოში დედის ინტერესებს იცავდა, პროცესი მოიგო და საქმე სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. მოქმედი კანონმდებლობით, მას არ შეუძლია დედის მეორე ინსტანციაში დაცვა, რადგან ნებისმიერ ადამიანს, რომელიც არ არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი, არ აქვს ასოციაციის მიერ მინიჭებული ადვოკატობის ლიცენზია და არ აქვს ჩაბარებული გამოცდა, წარმომადგენლობის უფლება ეკრძალება.

“საკონსტიტუციო სასამართლოში ვითხოვთ იმ კანონის გაუქმებას, რომელიც კრძალავს სააპელაციო და უზენაესში წარმომადგენლობის უფლებას გიზღუდავს იმ შემთხვევაში, თუ არ ხარ ადვოკატთა ასოციაციის წევრი. მარტივად რომ ვთქვათ, მე (შვილს) მიკრძალავს ვიყო დედაჩემის წარმომადგენელი სასამართლოში, თუ მათგან არ მივიღე ლიცენზია (ნებართვა). ამ კანონმდებლობის გაუქმებით საქართველოში ნებისმიერი პროფესიის და განათლების მქონე ადამიანს ექნება საშუალება იყოს წარმომადგენელი, თუ მეორე ადამიანი მას ანდობს თავის საქმეს. სარჩელით ვხსნით, თუ რატომ არსებობს ეს სისტემა. არსებობს იმისათვის, რომ კონკრეტულად ასოციაციის წევრმა ადვოკატებმა ჯიბეში ჩაიდონ ფული, რადგან პროფესიონალიზმი არ ყოფნით და ადამიანებს თავისუფალი ნების საფუძველზე ვერ არწმუნებენ, რომ ისინი არიან უკეთესები თქვენს/ჩვენს ახლობლებზე. ჩვენ გვიწევს ვეძებოთ ისეთი ადამიანი, რომელიც ასოციაციის წევრია და ამაში გადავიხადოთ ფული. როცა მე მაგალითად, დედაჩემი ფულს არ მიხდიდა (მაგისთვის შემიწყო ხელი სწავლაში, რომ აღარ გადაეხადა). საკონსტიტუციოს დავა სავარაუდოდ წარმატებით დასრულდება, რადგან არ არსებობს არგუმენტი თუ რატომ არ უნდა შეიზღუდოს ადამიანოს უფლება-აირჩიოს ის წარმომადგენელი, ვინც მას სურს. შედეგად საქართველოში ყველა ქმედუნარიან ადამიანს ექნება საშუალება წარმომადგენელი,“- ამბობს ავთანდილ კუჭავა.

საქმე, რომელზეც ავთანდილ კუჭავა დედის ინტერესებს იცავს, შრომით დავას ეხება. კუჭავა ამბობს, რომ დედას დამსაქმებელმა ხელფასის ნაწილი მისცა, ხოლო როდესაც მან სრული ხელფასი ითხოვა, ის სამსახურიდან გაათავისუფლეს.

„დედაჩემი ქუთაისში არის აერობიკისა და გამაჯანსაღებელი ცენტრების ინსტრუქტორი (სამედიცინო დანიშნილებითაც). უკანასკნელად იყო ერთ-ერთი მსგავსი ფიტნეს დარბაზის ინსტრუქტორი სადაც 0-დან ააწყო ეს ბიზნესი - ყველაფერი მასზე იყო თითქმის, თანხების განკარგვის გარდა. 2016 წლიდან მუშაობდა და 2018 წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს. მტკიცებულებები გვაქვს. ამ 3 წლის მანძილზე ჯამში დაახლოებით წლინახევრის ხელფასი მიცემული არ აქვთ. ანუ ერთი თვე მისცემდნენ ხელფასს, მეორე თვე აღარ და თხოვდნენ, რომ ჯერ ახლა დავიწყეთ ბიზნესი და გავფართოვდებითო. როცა დავალიანება მოითხოვა, გაათავისუფლეს. უთხრეს, ბიზნესი ჩვენია და ამიტომ გათავისუფლებთო,“- ამბობს ავთანდილ კუჭავა.

კუჭავა აცხადებს, რომ სარჩელის მთავარი მიზანია, ადამიანს სასამართლოში წარმომადგენლად ჰყავდეს ის, ვისაც ენდობა და არა ის, ვისაც ლიცენზია აქვს. მისივე განმარტებით, ამ აკრძალვას საპროცესო კანონმდებლობა და ადვოკატის შესახებ კანონი აწესებს. მისი თქმით, ეს აკრძალვა მხოლოდ ფიზიკურ პირებზე ვრცელდება და იურიდიულ პირს თავის საქმეზე შეუძლია, სამივე ინსტანციაში ის წარადგინოს, ვინც სურს.


ნანახია: 553-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მერიის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავთ.
ორი მხარე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
ქვეყნის ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის ადვოკატების განცხადებით, მერაბიშვილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში პატიმრობა
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ გაასაჩივრა.
საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი და პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი მიღება
ქუთაისის მერიაში განაცხადეს, რომ მერიამ საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა,

ამინდი