Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღე წყალტუბოში საეკლესიო ექსპოზიციების გამოფენით და ლექციით აღინიშნა

თარიღი : 13-05-2019, 16:44 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღე წყალტუბოში საეკლესიო ექსპოზიციების გამოფენით და ლექციით აღინიშნა.

გიორგი ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ხატმწერ ოთარ შალიკიანის დაწერილი ხატების გამოფენა მოეწო. ასევე გამოფენილი იყო მუზეუმში დაცული მე-14 საუკუნის საეკლესიო ლიტერატურა ხატები და ლიტურღიისთვის საჭირო ნივთები.

ივერის ღვთისმშობლის ხატის მნიშვნელობაზე, ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულზე და ქრისტიანული რელიგიის არსზე, ლექცია წაიკითხა დეკანოზმა მამა ელიოზმა.

გამოფენა დაათვალიერეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ალექსანდრე დადუნაშვილმა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოქმედმა აიპ-ების წარმომადგენლება და მოქალაქეებმა.

დღესასწაული საქართველოს მასშტაბით წელს პირველად აღინიშნა. წმინდა სინოდმა გასული წლის დეკემბერში მიიღო გადაწყვეტილება, რომ 12 მაისი საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ დადგენილიყო და ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადებულიყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტს წარედგინებოდა ინიციატივა, რათა დაჩქარებული წესით მიეღოთ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, 12 მაისი, რომელიც წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღეა, ასევე დადგენილიყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ.

12 მაისი – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე – იმედის დღედ დაწესდა.


ნანახია: 107-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წყალტუბოს გიორგი ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში უძველესი საეკლესიო ხატების და ხელნაწერთა გამოფენა მიმდინარეობს.
მარიამობის დღესასწაულს წინ ორკვირიანი მარხვა უძღოდა, რომელიც 14 აგვისტოს დაიწყო და დღეს დასრულდება. ეკლესიის ისტორიაში ამ მარხვის
მართლმადიდებელი ეკლესია 7 აპრილს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს.
ერჯოლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა, რის შემდეგაც კულტურის
ვარძიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია თამარ მეფის ეპოქაში, XII-XIII საუკუნეებშია აგებული.

ამინდი