Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ნაგავს მივიტანთ და ომარ ნიშნიანიძეს დავუყრით ეზოში,'-თერჯოლის სოფელ ჭოგნარის მოსახლეობა ხელისუფლებას დავალებას აძლევს

თარიღი : 13-05-2019, 15:48 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
თერჯოლის სოფელ ჭოგნარის მოსახლეობამ მორიგი საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივები რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობის ადგილად შერჩეულ ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და ხელისუფლებას ნაგავსაყრელთან დაკავშირებით გეგმების შეცვლისკენ მოუწოდეს.

მოსახლეობა ამბობს, რომ ნაგავსაყრელის მშენებლობას და მათი საცხოვრებლის მეზობლად ნაგავის დაყრას არ დაუშვებენ.

„ერთი თვე გაჩერებული ვიყავით და ალბათ იფიქრეს, ხალხმა პროტესტი შეწყვიტაო. ნაგავსაყრელის მშენებლობის ადგილად შერჩეულ ტერიტორიაზე დენის შეყვანა დაიწყეს. ეს ტერიტორია აქვს ჩვენს სოფლებს მარტო, აქვეა წყაროები, აქვეა სასაფლაო, ყველანი მოვიწამლებით. ნაგავი თუ კარგია, თავისთან დაყარონ. ჩვენ შევეწირებით და აქ ნაგავსაყრელი არ აშენდება. ნაგავს ომარ ნიშნიანიძეს მივუტანთ და დავუყრით ეზოში,“- ამბობს მოსახლეობა.

ადგილობრივები ხელისუფლებისგან მოითხოვენ, რომ რეგიონული ნაგავსაყრელის ასაშენებლად სხვა ტერიტორია შეარჩიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსახლეობა პროტესტისათვის უკიდურესი ფორმის მიცემას გეგმავს.


ნანახია: 473-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის მოსახლეობა საპროტესტო აქციებით იმუქრება.
თერჯოლის სოფელ ჭოგნარის ტერიტორიაზე ახალი ნაგავსაყრელის სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის ოქტომბრიდან დაიწყება. ამის შესახებ

ამინდი