Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გაქცეული ინვესტორი და ხელფასების გარეშე დარჩენილი ფეხბურთელები-რა ხდება ქუთაისის 'ტორპედოში'

თარიღი : 12-05-2019, 17:48 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის "ტორპედო" ჩინელმა ინვესტორმა დატოვა, რის გამოც გუნდს ფინანსურ პრობლემები შეექმნა. ფეხბურთელები სახელფასო დავალიანების გასტუმრებას ითხოვენ.

გუნდში არსებული პრობლემები იყო დღეს ფეხბურთელებისა და "ტორპედოს" პრეზიდენტის შეხვედრის მიზეზი.

ზაალ ჩაჩავას განცხადებით, პრობლემები გუნდში ჩინელი ინვესტორების წასვლამ გამოიწვია.

"პრობლემები შეგვექმნა, რადგან ჩინურმა კომპანიამ "ჰუალინგ ჯგუფმა" ხელშეკრულება შეწყვიტა. მათ უარი თქვეს დაფინანსებაზე, რის გამოც შესაძლოა, სასამართლოს მივმართოთ. ამ დღეებში კიდევ ერთხელ შევხვდები კომპანიის დირექტორს და გადაწყდება, გააგრძელებენ თუ არა თანამშრომლობას. რაც შეეხება დავალიანებას, თვის ბოლომდე დაიფარება. მაქვს მოლაპარაკება ორ კომპანიასთან, რომ ჩინელების ნაცვლად შემოვიდნენ და "ტორტედომ" გააგრძელოს თამაში. ჩვენ რომ მოვედით გუნდში,  არაფერი არსებობდა და მაქსიმალური შედეგი დავდეთ, ორჯერ გავხდით ჩემპიონები, ვასპარეზობთ წარმატებით. თუ ვერ მოხერხდა და ვერ მოვიძიებთ თანხებს, სავარაუდოდ, მომიწევს გუნდი დავტოვო და დავუბრუნო მუნიციპალიტეტს,"-განაცხადა ზაალ ჩაჩავამ.

ცნობისთვის, ქუთაისის "ტორპედო" აუქციონზე 2017 წელს გაიყიდა.


ნანახია: 285-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვიცე-მერის თქმით, უმჯობესია კლუბს კერძო მეპატრონე ჰყავდეს.
ინვესტორმა ვალდებულება აიღო 2017 წლის ბოლომდე პირდაპირი ინვესტიციის სახით კლუბში 500 000 ლარი ჩადოს, ხოლო 2018 წელს - მინიმუმ 1.5
გავრცელებული ინფორმაციით, 'ტორპედოს' შეძენა ბიზნესმენ ზაალ ჩაჩავას სურს, რომელიც ქუთაისში უფასო აკადემიის აშენებას გეგმავს და
დირექტორის შეცვლის გადაწყვეტილება კლუბის ახალ მფლობელს, ზაალ ჩაჩავას ეკუთვნის.

ამინდი