Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა შეიძლება შეიცვალოს დიდი მოცულობის ძრავიანი და 5 წელზე ძველი ავტომობილებისთვის?

თარიღი : 12-05-2019, 15:20 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა თბილისში ჰაერის მდგომარეობის შესახებ თემატური მოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემაზე რეაგირების მიზნით, კომიტეტმა 2018 წელს დაიწყო პარლამენტის ისტორიაში პირველი თემატური მოკვლევა, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფი საქართველოს პარლამენტის ყველა პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლისგან შედგებოდა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, თემატური მოკვლევისას მიღებული ცნობებით, ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვია.

დოკუმენტის მიხედვით, თემატური მოკვლევისას აღინიშნა, რომ მაღალი მოცულობის ძრავის ავტომობილებში მფლობელები ხშირად ამონტაჟებენ გაზის სისტემას. აღნიშნული სისტემები უმეტესწილად გაუმართავია, მეტ გამონაბოლქვს გამოყოფს და უფრო აბინძურებს გარემოს.

„გამოთქმული მოსაზრებით, 5 წელზე ძველ ავტომობილებს განბაჟების უფრო მკაცრი პირობები უნდა დაუწესდეს, რაც განბაჟების გადასახადის ზრდასაც მოიცავს. ასევე, მიზანშეწონილად მიაჩნია მაღალი მოსაკრებლის დაწესება დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილებზე,“-ნათქვამია ანგარიშში.

ცნობისთვის, კომიტეტის მიერ წარმოდგენილი ანგარიში აანალიზებს ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროებს, (ტრანსპორტი, მშენებლობა, ბუნებრივი მტვერი, საბურავები, აზბესტის შემცველი ხუნდები და სხვა), აფასებს სამართლებრივი რეგულირების სისტემას და გამოკვეთს ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნის აუცილებლობას. ამასთან, განიხილავს ჰაერის დაბინძურების ჯანმრთელობაზე ზეგავლენასა და ასაბუთებს ამ მიმართულების პრიორიტეტულობას, წარმოადგენს საუკეთესო პრაქტიკისა და თანამედროვე მიდგომების მაგალითებს.

bpn.ge


ნანახია: 217-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შეხვედრაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დაპარტამენტის უფროსმა ქუთაისში არსებულ ჰაერის
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის მთავარ მიზანს ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურების მაჩვენებლების, ასევე ელექტრო მაგნიტური გამოსხივების განსაზღვრა
ექპრეს-ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი თანამედროვე აპარატურით და ხელსაწყოებით. სააგენტოს სპეციალისტები სხვადასხვა წერტილში გარემოს
”მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, თბილისში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი დასაშვებ ნორმას 3-ჯერ აღემატება"

ამინდი