Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

2020 წლისთვის ვანში ახალი სასტუმროს და ღვინის ქარხნის გახსნა იგეგმება

თარიღი : 12-05-2019, 14:30 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანში ახალ სასტუმროსთან ერთად ღვინის ქარხანა და შატო გაიხსნება. მის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ პროექტის განმახორციელებელი კომპანია GDG+-ის დამფუძნებელმა ბეჟან წაქაძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, პროექტი 2020 წელს დასრულდება და სავარაუდოდ, „ვანელობის“ დღესასწაულზე გაიხსნება.

სამშენებლო კომპანია GDG+მა ვანში 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა 2018 წლის მარტში დაიწყო. ბეჟან წაქაძის თქმით, რამდენიმე თვის წინ კომპანიამ ტერიტორიასთან ახლოს, ღვინის ქარხანაც შეიძინა, ამიტომ პროექტი ერთობლივ კომპლექსად განიხილება.

მისივე ინფორმციით, სასტუმრო 4 სართულიანი ტერასული ტიპის იქნება, სადაც 40 ნომერი განთავსდება.

რაც შეეხება ინვესტიციების მოცულობას, როგორც ბეჟან წაქაძე აცხადებს, უკვე დახარჯულია ნახევარ მლნ დოლარზე მეტი და პროექტის დასრულებას სავარაუდოდ, ერთი ამადენი კიდევ დასჭირდება.

„სასტუმროს კარკასი ალბათ, 2 თვეში დასრულდება, 2 სართული დარჩა. პირველ სართულზე დაწყებულია შევსებითი სამუშაოები. სავარაუდოდ, აგვისტოში უკვე დავიწყებთ რემონტს. ეს არის ტერასული ტიპის სასტუმრო, რომელშიც შეხამებულია ძველი და ახალი სტილი. კომპლექსში ასევე განთავსდება აუზი, საუნა, საკონფერენციო დარბაზი, რესტორანი და მოეწყობა ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა. სასტუმრო ჯამში 80 ადამიანზეა გათვლილი.

რაც შეეხება გახსნას, ალბათ, 2020 წლის ვანელობის დღესასწაულს დავამთხვევთ, რომელიც ზაფხულშია“,-აცხადებს ბეჟან წაქაძე.

ამასთან, კომპანიის დამფუძნებელი „ბიზნესპრესნიუსთან“ იმ მიზეზებზეც საუბრობს, რამაც ვანში სასტუმროს აუცილებლობა გააჩინა. მისი თქმით, სულ მალე ვანი ტურისტულ მარშრუტებში ჩაერთვება, ამიტომ სასტუმრო მომსახურებაზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება.

„მოგეხსენებათ, ვანი არქეოლოგიური გათხრების რაიონია და იქ ყოველ წელს მიმდინარეობს კონფერენციები, უცხოეთიდან ჩამოდიან არქეოლოგები და ა.შ. როგორც ვიცი, წელს ვანში იხსნება მუზეუმი, სადაც განთავსდება იქ აღმოჩენილი ნიმუშები, რომელიც ამჟამად სხვადასხვა მუზეუმში ინახება. შესაბამისად, ვანი უკვე ჩართვება ტურისტულ მარშრუტებში, სადაც სასტუმრო მომსახურება კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდება. ამიტომ, გვინდა, სასტუმრო რაც შეიძლება სრაფად გავხსნათ“,-აცხადებს ბეჟან წაქაძე.

რაც შეეხება ბრენდს, თუ ვინ შევა სასტუმროს მართვაში, კომპანიას გადაწყვეტილი ჯერ არ აქვს.

„მართვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა აქ ცოტა სხვა ვითარებაა, რადგან ჩემმა კომპანიამ ვანში შეიძინა ღვინის, კერძოდ, ალადასტურების ქარხანა. მას ჰქონდა შესანიშნავი შატოს ტიპის შენობა, მაგრამ ვეღარ მოასწრეს აშენება, რადგან დაიქცა ქვეყანა. ჩვენ ეს ობიექტიც შევიძინეთ, დაახლოებით, 4 ჰექტარ ფართობზეა საუბარი და ღვინის ქარხანასთან ერთად, შატოს გავაკეთებთ“,- აცხადებს ბეჟან წაქაძე.

მისივე ინფორმაციით, შატოს სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია, მისი საინვესტიციო ღირებულება კი 5 მლნ დოლარს აღემატება.

„უკვე ჩავატარეთ პირველადი სამუშაოები, მათ შორის, გარე ფასადის რეაბილიტაცია და შევცვალეთ კარ-ფანჯარა. თვითონ შენობა ძალიან ლამაზია, ძველი, წითელი აგურით არის აშენებული, ამიტომ ყველა დეტალს შევინარჩუნებთ. აქ ჩვენ კიდევ ბევრი სხვა პროექტის განხორციელება გვინდა, მაგრამ უშულოდ ქარხანა და შატო მარანი სასტუმროსთან ერთად გაიხსნება“,-აცხადებს ბეჟან წაქაძე.


ნანახია: 553-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საუბარია, 6-სართულიან, 100 ნომრიან, საშუალო კლასის სასტუმროზე, სადაც რესტორნები და გასართბი სივრცეებიც განთავსდება.
სასტუმროს მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება.
სასტუმროს ინფრსტრუქტურა 3 საკონფერენციო დარბაზს, ღია და დახურული ტიპის კაფე-რესტორანს მოიცავს.
სასტუმროს, რომელიც ქალაქის ისტორიულ ცენტრში განთავსდება, 40 სტანდარტული და 5 ლუქსის ტიპის ნომერი ექნება.
შენობოის ახალი მფლობელი კომპანია "KBP Tbilisi"-ა, რომელმაც ობიექტი 2,5 მილიონ დოლარად შეიძინა.

ამინდი