Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ვთხოვ ყველა ჭიათურელს, მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც მათივე აზრით უკეთესი იქნება შავი ოქროს ქალაქისათვის"

თარიღი : 8-05-2019, 21:59 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"პატრიოტთა ალიანსის" ჭიათურის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კასრაძე განცხადებას ავრცელებს. კასრაძე განმარტავს, რომ 19 მაისის შუალედურ არჩევნებში "პატრიოტთა ალიანსი" ჭიათურაში მხარს არც ერთი პოლიტიკური პარტიის კანდიდატს უჭერს.

"მეგობრებო! იძულებული ვარ მორიგჯერ და მკაფიოდ შეგახსენოთ, ჩემი პოზიცია ჭიათურაში გასამართ რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით! პირადად მე, გიორგი კასრაძე და "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" აღნიშნულ არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ! უფრო მეტიც, საერთო გადაწყვეტილებით მხარს არ ვუჭერთ საარჩევნო მარათონში ჩართულ არცერთ სუბიექტს! გამოვრიცხავთ ყოველგვარ დახმარებას ნებისმიერი კანდიდატის მიმართ! ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია ის დეზინფომაცია, რომელსაც გარკვეული ჯგუფები ხელოვნურად ავრცელებენ ჭიათურაში, თითქოსდა მხარს ვუჭერთ "ევროპული საქართველოს" მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს! ვფიქრობ ჭიათურის საზოგადოებამ კარგად იცის ჩემი აზრი დანაშაულებრივი, ყოფილი ხელისუფლების შესახებ! მოვუწოდებ ჩემს თანაქალაქელებს, არ აყვნენ სპეკულაციას! არ იხელმძღვანელონ ტყუილი ინფორმაციით! ვთხოვ ყველა ჭიათურელს მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც მათივე აზრით უკეთესი იქნება შავი ოქროს ქალაქისათვის! მადლობა!,"- ამბობს გიორგი კასრაძე.


ნანახია: 733-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გაფრინდაშვილმა სპეციალური განცხადება გააკეთა, სადაც პარტიის ლიდერის, ირაკლი ალასანიას პოლიტიკიდან წასვლის ფაქტი შეაფასა.
„საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და
გთავაზობთ განცხადებას, რომელიც Topnews.com.ge-ს მაჟორიტარობის კანდიდატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან მიაწოდეს.
28 აპრილს, შუალედურ არჩევნებში ვანი-ხონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება 6 კანდიდატს შორის მოუწევს
მიროტაძის განცხადებით, გაფრინდაშვილმა ამომრჩეველს მხარდაჭერის სანაცვლოდ თანხა გადაუხადა.

ამინდი