Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორ გადაარჩინეს ქუთაისელმა ექიმებმა 72 წლის მამაკაცი, რომელსაც პირის ღრუში ბოთლის თავსახური ჰქონდა

თარიღი : 8-05-2019, 15:20 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში არსებული "კლინიკა ბომონდი"-ს რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელი, ექიმი ტარიელ კუხიანიძე მის პრაქტიკაში ბოლო პერიოდში მომხდარი მორიგი რთული შემთხვევის შესახებ ყვება. ექიმის თქმით, კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს 72 წლის მამაკაცი, რომელსაც პირის ღრუში ბოთლის თავსახური ჰქონდა.


„72 წლის მამაკაცი მძიმე მდგომარეობაში იქნა შემოყვანილი კლინიკაში. მამაკაცს გადატანილი აქვს ინსულტი. წყლიან ბოთლზე პირით საცობის მოხდა სცადა, რა დროსაც წყლის ნაკადთან ერთად, პირის ღრუში ბოთლის თავსახური მოხვდა. პაციენტს განუვითარდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა. პაციენტის შემოყვანისას გამოვლინდა საცობით ხორხის ობსტრუქცია, ვინაიდან პაციენტი საჭიროებდა სწრაფ ხელოვნურ ვენტილაციას და თან ვერ ხერხდებოდა საცობის მოცილება, ჩატარდა გადაუდებელი ტრაქეოტომია, აღდგა სასუნთქი გზების გამავლობა და ხორხიდან ამოღებული იქნა თავსახური. პაციენტი ამჟამად თავს კარგად გრძნობს და გაწერილია ბინაზე,“- ამბობს „კლინიკა ბომონდი“-ს რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელი ტარიელ კუხიანიძე.

მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის გადარჩენა ექიმ ტარიელ კუხიანიძის, მედიცინის დოქტორ რუსუდან აფხაძის და ასევე, მორიგე ბრიგადის ექიმების-ირაკლი ადეიშვილის, გოგა ბოხუას და გიგი თვალაბეიშვილის მიერ წარმატებით ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიების შედეგად მოხერხდა.


ნანახია: 2140-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თითოეული კლინიკის რეანიმაციული განყოფილება ის ადგილია, სადაც სიცოცხლისთვის ბრძოლა განსაკუთრებით შესამჩნევია.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკის სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში უგონო მდგომარეობაში მყოფი, 82 წლის
18 წლის ნათია შეყილაძე კლინიკაში სამი დღის წინ, კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს.
ხონის რაიონში, ივანდიდის ტყეში მწყემსებმა ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრილი იპოვეს. მას პირის ღრუში ნასროლი ჰქონდა იარაღი.
დაჭრილს შვიდი ტყვია ესროლეს. ერთი თავის არეში, ხუთი მუცლის ღრუში.
რუმინეთის მოქალაქე ვერონიკა გორკოდელი დუბაიდან რუმინეთში ბრუნდებოდა, როდესაც ქალბატონი თვითმფრინავში ცუდად გახდა.

ამინდი