Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორ აფასებს ოპოზიცია ქუთაისში გამართულ ბიზნეს ფორუმს

თარიღი : 6-05-2019, 15:03 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი "ოქროს საწმისის ძიებაში", რომელიც ქუთაისში ორ დღის განმავლობაში მიმდინაროებდა, ქალაქისა და იმერეთის რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის წარმოჩენას ემსახურებოდა.

ქუთაისის ვიცე მერის განმარტებით, აღნიშნული ბიზნეს ფორუმი ინვესტიციების მოზიდვა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობდა ხელს.

"ბიზნეს ფორუმი "ოქროს საწმისის ძიებაში" ხელს შეუწყობს, ერთის მხრივ, ქუთაისში და იმერეთის რეგიონში წარმოებული პროდუქციის შესახებ ცნობადობის ამაღლებას. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის, რომ იმერეთი და ქუთაისი გახდეს ინვესტორთა ინტერესის სფერო. თავისუფალი ინდუსტრიული ზონები, რომელიც ქალაქში არსებობს, ძალიან მნიშვნელოვანი რესურსია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უფრო მეტად შეგვიძლია ამ რესურსის გამოყენება და ათვისება. მათთანაც ძალიან კარგი თანამშრომლობა ჩამოგვიყალიბდა და ყველგან, სადაც ვსაუბრობთ, ქალაქის საინესტიციო პოტენციალზე, თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ამის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ამ მიმართულებით ბევრი რამ განხორციელდება უახლოესი თვეების განმავლობაში" - განმარტავს ნინო თვალთვაძე.

"გაერთიანებული ოპოზიცია" ბიზნესფორუმის იდეას გამართლებულ მეთოდად მიიჩნევს, თუმცა როგორც გიგა შუშანია განმარტავს, აღნიშნული საკმარისი არ არის "ფუნქციადაკარგული" ქალაქისთვის. საპარლამენტო სტატუსის დაკარგვამ, შუშანიას თქმით, მნიშვნელოვნად შეამცირა ინვესრირების პროცესი ქუთაისში და ხელი შეუწყო უკვე არსებული ბიზნესების გადინებას.

"ზოგადად ბიზნესფორუმის ჩატარება არის კარგი, რა თქმა უნდა, და ერთ-ერთი გამართლებული და აპრობირებული მეთოდი, მაგრამ სამწუხაროდ ამ ბიზნეს ფორუმზე უნდა შეთავაზო რაღაც. "ქართული ოცნების" პირობებში ქუთაისმა დაკარგა მიმზიდველობა, დაკარგა ფუნქცია და შესაბამისად ბევრი ინვესტორისათვის ქუთაისი მიმზიდველი აღარ არის. უფრო მეტიც, ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ ინვესტიციები, მათაც გადააქვთ ბიზნესი ამ ქალაქიდან, ბევრი მაღაზია იკეტება, სამუშაო ადგილები მცირდება, რაც შეეხება ზოგადად ამის ნათელი მაგალითია ისიც, რომ ამ ბიზნეს ფორუმს და გვირილობის დღესასწაულს არც ერთი მაღალჩინოსანი არ დასწრებია ცენტრალური ხელისუფლებიდან, მაშინ როდესაც "ხონელობაზე" დღეს პრემიერ-მინისტრი ჩადის. პარლამენტის გადატანით და ისედაც ყოველდღიური საქმიანობით, ისინი აზიანებენ ჩვენს ქალაქსა და მიმზიდველობა არა ბიზნესფორუმით, არამედ ფუნქციით და სხვა პროექტების განხორციელებით ხდება ხოლმე", - განმარტავს გიგა შუშანია.

ლეიბორისტულ პარტიაში განმარტავენ რომ მსგავსი ტიპის ბიზნესფორუმები ფასადური ხასიათისაა. ირაკლი კიკვაძე ინვესტორების მოზიდვის კუთხით გამოსავალს სასამართლოს თავისუფლებაში, მონოპოლიების მსხვრევასა და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაში ხედავს. მისივე თქმით "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში ეკონომიკური განვითარება შეუძლებელია.

"ეს იყო ჩვეულებრივი პიარ სვლა ხელისუფლების მხრიდან და არაფერი სხვა. რადგანაც თუ ინვესტიციების მოზიდვა გვინდა და ეკონომიკის გაზრდა, პირველ რიგში ინვესტორებიც და ადგილობრივი ბიზნესიც უნდა დავარწმუნოთ, იმაში რომ ბიზნესზე ზეწოლა არ არის და როცა უყურებენ რომ ხელისუფლების პირველი პირი დაკავებულია სასამართლოს ხელში ჩაგდებით და უშუალო თვითონ უძღვება ბიზნესის დატერორებას და ფულის გამოძალვას გამომდინარე აქედან მათ ვერანაირად დავაინტერესებთ რა ფორუმებიც არ უნდა მოვიწიოთ. თუ გვინდა, რომ ინვესტიციები მოვიზიდოთ და ეკონომიკა გავაძლიეროთ აუცილებელია სასამართლოს თავისუფლება, მონოპოლიების მსხვრევა, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება და სწორი ეკონომიკური პოლიტიკა სტრატეგიული ობიექტების დაბრუნება, საერთო სახალხო მმართველობაში, სახალმწიფოს ბალანსზე დაბრუნებაში, ამის შემდეგ გამოიღებს მსგავსი ფორუმები შედეგს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ფორუმები დაგვრჩება კარგ მოგონებად. ამ ხელისუფლების პირობებში ვერანაირი ნაბიჯი ვერ გადაიდგმება, ეს გამორიცხულია, რადგანაც 7 წელია არიან ხელისუფლებაში და უკვე აჩვენეს, რომ ამ გზით ისინი არ მიდიან. მათი მთავარი ინტერესი არის კლანებს შორის ბრძოლა და ქონების დატაცება. ფასადურია ფორუმები, ამ ხელისუფლებას ეს არ შეუძლია და არ გამოდის", - განმარტავს ირაკლი კიკვაძე.

პოლიტიკურ გაერთიანება "გირჩში" განმარტავენ, რომ ქუთაისის განვითარების ცალკე ეკონომიკური ფორმულა არ არსებობს.თემურ ცამციშვილის თქმით პობლემის გადაწყვეტა ცენტრალური ხელისუფლების სწორი ეკნომიკური პოლიტიკითაა შესაძლებელი.

"ქუთაისის განვითარების ცალკე ეკონომიკური ფორმულა არ არსებობს, ეს ძალიან მარტივია, ჩვენ ვცხოვრობთ ღარიბ ქვეყანაში, სადაც გვაქვს ძალიან დაბალი ეკონომიკური ზრდა და ამ ღარიბ ქვეყანაში ქუთაისი არის სხვაქალაქებთან შედარებით უფრო ღარიბი ქალაქი სხვადასხვა მიზეზების გამო. ქვეყნის ეკონომიკის დიდი ნაწილი ცენტრალიზებულია დედაქალაქში. შესაბამისად ეონომიკური ფორუმი, ნებისმიერი განვითარების გეგმა, რომელშიც ორ მილიონს ახარჯავენ ახლა არის სისულელე და ფულის გადაყრა. წინა მერსაც ჰქონდა მცდელობა ქუთაისის განვითარების გეგმის შემუშავების, ასიათასობით ლარი დაიხარა და ის გეგმა თაროზე შემოიდო, როგორც ახლა ეს ფორუმიც ვერაფერს მოგვიტანს, გამორიცხულია, თუ ჩვენ ზოგადად ქვეყანაში არ გვექნება კარგი საინვესტიციო გარემო და სწრაფი ეკონომიკური გზა, იმაზე ლაპარაკი რომ ქუთაისი ეკონომიკურად ინვესტორს დააინტერესებს არამართებულია. ეს ბიზნესფორუმი არ შველის საინვესტიციო გარემოს შეცვლას, მითუმეტეს ქალაქშ და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, როდესაც რეალურად ჩვენთან ადგილობრივი თვითმმართველობაც არ არსებობს. ეს არის ქვეყნის პრობლემა და ამ პრობლემის გადაწყვეტა ხდება ცენტრალური ხელისუფლების სწორი პოლიტიკით და ქვეყანაში სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებით", - განმარტავს თემურ ცამციშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს სტატისტიკური ეკონომიკური სამსახურის მონაცემების წინასწარი შეფასებით ქვეყანაში 2019 წლის ბოლო მონაცემების მიხედვით წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.0 პროცენტი შეადგინა.


ესმერალდა კუპრაძე


ნანახია: 227-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისი 3 და 4 მაისს საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის მასპინძელი იქნება.

ამინდი