Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მამუკა ბახტაძე გამკაცრებული საბანკო რეგულაციების გადახედვას გამორიცხავს

თარიღი : 5-05-2019, 20:08 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გადახედვას გამოვრიცხავ, აქ საუბარია დაკორექტირებაზე, გენერალური ხაზიდან გადახედვას გამოვრიცხავ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „იმედის“ ეთერში პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის გადახედვის შესახებ დასმულ შეკითხვას.

პრემიერი განმარტავს, რომ რეალურად პოზიცია არის ერთი და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა არ გადაიხედება. თუმცა ბახტაძე აცხადებს, რომ თუ ციფრები რომელიმე სექტორის განვითარების შეფერხებას აჩვენებს, რეაგირება მყისიერი იქნება.

„მაკროეკონომიკურად, ისევე როგორც სოციალური თუ სამართლიანობის განცდის თვალსაზრისით ეს იყო ერთადერთი სწორი ნაბიჯი. შესაბამისად, ეს არის ვექტორი, ეს არის გენერალური ხაზი. რაც შეეხება დაკორექტირებას, თუ სტატისტიკური მონაცემები იქნება იმისთვის საკმარისი, რომ რომელიმე სექტორისთვის ეს პოლიტიკა მცირედით გადაიხედოს, ბუნებრივია, უწყებების ხელმძღვანელები ამას გააკეთებენ“, -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ გასულია მხოლოდ 4 თვე, რაც ბოლო ნაბიჯი გადაიდგა რეგულაციებში და აქედან გამომდინარე, ჯერ ნაადრევია გადახედვაზე საუბარი.


ნანახია: 211-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შავლეგო ტაბატაძის თქმით, მამუკა ბახტაძის განცხადებაზე კონკრეტულ პასუხს ვერ გააკეთებს.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დაწყებამდე განაცხადა.
მუნიციპალიტეტში საზეიმო ღონისძიებებს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრება.

ამინდი