Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორ აპირებს ხარაგაულის მერი მუნიციპალიტეტისათვის ახალი, განსხვავებული და ულატერნატივო სტატუსის მინიჭებას?

თარიღი : 4-05-2019, 18:44 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულში, ხარაგაულის მულტიკომპლექსური კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული ცენტრის „Art Kharagauli“ პროექტის განხორციელება იწყება.

მუნიციპალიტეტის მერის ნიკოლოზ თოფურიძის განცხადებით, მულტიკომპლექსური ცენტრის მოწყობა არის იმ დიდი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ხარაგაულის, როგორც ერთიანი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მრავალპროფილურ განვითარებას გულისხმობს. პროექტი ფუნდამეტურ საფუძველს შექმნის ხარაგაულში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და მომავალში მასშტაბური სოციალური, კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად.

„აღნიშნულ იდეაზე დიდი ხანია ვმუშაობთ ბატონ მამუკა ცუცქირიძესთან ერთად. პირველი ნაბიჯები ჯერ კიდევ მაშინ გადაიდგა, როცა ხარაგაულის მუზეუმში, 2 წლის წინ, საზეიმო ვითარებაში გავხსენით მხატვარ, ლევან ცუცქირიძის სახელობის სამუზეუმო სივრცე. 40-მდე მხატვრის 46 ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი უსასყიდლოდ გადმოეცა ხარაგაულის მუზეუმს. მას შემდეგ გვქონდა არაერთი შეხვედრა და, დღეს, უკვე მკაფიოდ გვაქვს ჩამოყალიბებული პროექტის განხორციელების კონცეფციები.

მოგეხსენებათ, სამინისტროები, რეგიონული ფონდები ასევე, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები რეგიონებში, ძირითადად, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რეგიონული ცენტრების, ქალაქების იერსახის რეაბილიტაციასა და გზების მშენებლობას აფინანსებენ. ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ეტაპობრივად, ხარაგაულის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის კომპლექსური განვითარება კი, უალტერნატივო შესაძლებლობაა მუნიციპალიტეტის ახალი, განსხვავებული სტატუსის შესაძენად.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტობანებისა და ჩქაროსნული სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა, ასევე, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, რასაც საქართველოში ალტერნატივა არ გააჩნია, არის უმნიშვნელოვანესი გარემოებაა ჩვენი ჩანაფიქრის განსახორციელებლად და მყარი არგუმენტი ხარაგაულისთვის ახალი იმიჯის შესაქმნელად,“- ამბობს ნიკოლოზ თოფურიძე.

მერის თქმით, საწყის ეტაპზე მულტიკომპლექსური ცენტრის ჩამოყალიბებამდე ფინანსური ინვესტიციების მოსაზიდად, უნდა მოეწყოს კულტურული ღონისძიებები.

„ მაგალითად, უკვე დაგეგმილი გვაქვს ზაფხულის პროექტი - „მუზეუმი ღია ცის ქვეშ“, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ. ხარაგაულში ჩამოვა 12, ან მეტი ცნობილი მოქანდაკე, რომლებიც ქვაში გათლიან სხვადასხვა თემატურ კომპოზიციებს, მეორე და მესამე ეტაპებზე ასევე, გაგრძელდება ქანდაკებების გაკეთება ქვაში. მოეწყობა ერთიანი დიდი კულტურული და დასასვენებელი პარკი, სადაც დაირგვება ხარაგაულის კლიმატისთვის მისაღები იშვიათი ხის დეკორატიული ჯიშები და ეს იქნება ერთგვარი მუზეუმი-ნაკრძალი. ეს ყველაფერი ეტაპობრივად განხორციელდება. „მუზეუმი ღია ცის ქვეშ“ გახდება ხარაგაულის სავიზიტო ბარათი ქვეყნის მასშტაბით, ასევე ტურისტული სამარშრუტო ხაზის ნაწილი, რაც თავისთავად გაზრდის შემოსავლებს და ხელს შეუწყობს ხარაგაულის ეკონომიკურ განვითარებას.

ასევე, ვაპირებთ „ხარაგაულის ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის“ გახსნას, რაც მუზეუმის სივრცეში, ცნობილი მხატვრის, ლევან ცუცქირიძის სამხატვრო სტუდია „ფრესკას“ ფილიალის - ხატვის წრის ჩამოყალიბებას გულისხმობს.

იმისთვის, რომ იმერეთის რეგიონში ხარაგაული კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტულ ცენტრად ვაქციოდ, აუცილებელია სამუზეუმო ქსელის გაზრდა და განვითარება, რომელზეც მიბმული იქნება საგანმანათლებლო კერა - სამხატვრო, ლიტერატურული, ფოლკლორის და სხვა სტუდიები.

მუზეუმის კოლექცია შეივსება სავარაუდოდ, 30 ფერწერული და გრაფიკული ნახატით, 35 ქანდაკებით, სხვადასხვა თაობის ცნობილ ხელოვანთა მონაწილეობით, რომელთა ნამუშევრებიც გამოფენილია მსოფლიოს სხვადასხვა გალერეებში და კერძო კოლექციებში.

თავდაპირველად კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების განსახორციელებლად შეიქმნება ერთიანი ფონდი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს აღნიშნული პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას, მუნიციპალიტეტის, სამინისტროების, დონორი ორგანიზაციებისა და კერძო ინვესტორების აქტიური მონაწილეობით. ბიუჯეტის შედგენაც ეტაპობრივად განხორციელდება,“- ამბობს ნიკოლოზ თოფურიძე.


ნანახია: 685-ჯერ

მსგავსი სიახლეები
40-მდე მხატვრის 46 ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი, მუზეუმის ორ დარბაზში განთავსდა.
ხარაგაულის მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე და დაბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაატა გოგოლაძე, საარჩევნო კამპანიის
ხარაგაულის ახლადარჩეული მერი ნიკოლოზ თოფურიძე მერის სტატუსით უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად დღეიდან შეუდგა.

ამინდი