Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, 'კლინიკა ბომონდში' მაღალი რისკის ორსულებს უახლესი ტექნოლოგიით კვლევებს ცნობილი რადიოლოგი ჩაუტარებს

თარიღი : 4-05-2019, 16:31 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში არსებულ „კლინიკა ბომონდში“ ფუნქციონირება დაიწყო უახლესი აპარატურით აღჭურვილმა ულტრაბგერითი კვლევის ცენტრმა. ცენტრი მაღალი რისკის ორსულებისა და და ყველა დაინტერესებული პირისათვის ულტრაბგერით კვლევებს თბილისიდან მოწვეული ცნობილი რადიოლოგის, სერგო მათითაშვილის ხელმძღვანელობით ჩაატარებს.

ექოსკოპიური კვლევები 2018 წელს გამოშვებული აპარატის- Voluson E10 BT18-ის საშუალებით ჩატარდება. დღეისათვის აღნიშნული თანამედროვე აპარატი მთელს საქართველოში მხოლოდ ორ კლინიკაში დგას-„კლინიკა ბომონდსა“ და თბილისში მდებარე კლინიკა „სმარტ ულტრასაუნდში“.

„ამ დრომდე მსგავსი ცენტრი მხოლოდ თბილისში იყო და საჭიროების შემთხვევაში, იქ გვიწევდა სიარული. გვიხარია, რომ „კლინიკა ბომონდმა“ მოგვცა საშუალება დროის და ფინანსური ხარჯების დაზოგვით ქუთაისში მივიღოთ მაღალი ხარისხის ულტრაბგერითი კვლევა,“-აცხადებენ პაციენტები.

თქვენს მეგობარ „კლინიკა ბომონდში“ არსებული უახლესი აპარატურით აღჭურვილი ულტრაბგერითი კვლევის ცენტრი პაციენტებს რეგულარულად მიიღებს.
„კლინიკა ბომონდს“ დღეს იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად შალამბერიძე სტუმრობდა, რომელმაც კლინიკის ხელმძღვანელობასთან ერთად ულტრაბგერითი კვლევის ცენტრი და ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.


ნანახია: 264-ჯერ

მსგავსი სიახლეები
უფასო კონსულტაციები 8 დეკემბერს, 'კლინიკა ბომონდში' 11:00 საათზე დაიწყება და 16:00 საათამდე გაგრძელდება.
უახლესი და თანამედროვე ტექნოლოგიები, პროფესიონალი ექიმები, შეღავათები პაციენტებისთვის,- ეს ის პირობებია, რასაც კლინიკა 'გგ'

ამინდი