Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„თბილისობაზე გვიწვევენ და ვმღერით, ქუთაისობაზე კი გვბლოკავენ,"- მომღერლების პროტესტი

თარიღი : 3-05-2019, 23:01 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ჩვენ არ მოგვცეს საშუალება გვემღერა ჩვენი ქალაქისთვის,"-ასე ეხმაურებიან მომღერლები ქუთაისში ჩატარებულ გალა კონცერტს, სადაც ცნობილი მომღერლების ნაწილს, რომლებიც ქუთაისთან ასოცირდებიან სცენაზე გამოსვლის საშუალება არ მისცეს.

მომღერალ ინდირა ჯგერნაიას თქმით, დედაქალაქში თბილისობის კონცერტებზე ეპატიჟებიან, ქუთაისქალაქობაზე კი სიმღერის უფლებას არ აძლევენ.

"უკვე წლებია ქუთაისში არცერთ კონცერტზე არ მეძახიან. ვერც კი ვიგებ, როდის რას გეგმავენ და ატარებენ. როცა მერიის კულტურის განყოფილებას ვეკითხებით, ჩვენ რატომ არ გვეძახით-მეთქი მათი პასუხია, რომ თბილისი წყვეტს და არა ისინი. სასაცილოა სატირალი, რომ არ იყოს დედაქალაქში თბილისობაზე ვმღერი და ქუთაისში გვირილობაზე არ მამღერებენ,"- აცხადებს ინდირა ჯგერნაია.

"2 მაისობას გილოცავთ ნამდვილო ქუთათურებო, ჩემი თამადობით. წესით თქვენთან ერთად უნდა ვიყო და ვუმღეროდე ჩემს ქალაქს, მაგრამ რად გინდა, საერთოდ გაახსენდა ვინმეს, ვინც დაგეგმა დღევანდელი დღე? საკმაოდ ბევრი წარმატებული ქუთაისელის სათქმელი ვთქვი,"- აცხადებს მომღერალი მარიტა როხვაძე.

"მეც მინდა 2 მაისობას კონცერტზე სიმღერა. რამდენი ხანია ჩვენს ქალაქში არ მიმღერია, "- ამბობს მომღერალი ია ტომაში.

ვინ და რა პრინციპით შეარჩია მომღერლების სია, რომლებსაც გვირილობის დღესაწაულზე უნდა ემღერათ, ამ კითხვით ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილებას მივმართეთ.

"პროექტი "მთელი საქართველო ქუთაისში" იყო მიშა მდინარაძის მუსიკალური პროექტი, რომელმაც როგორც ავტორმა თავად გადაწყვიტა ვინ იმღერებდა. კონცერტზე იყვნენ ასევე ქუთაისელი მომღრლებიც სალომე ბაკურაძე და გიორგი მეფისაშვილი. ზოგადად მსგავს შემთხვევებში მუსიკალური ხელმძღვანელი წყვეტს მომღერლების შემადგენლობას და ავტორს ენიჭება სრული შემოქმედწბითი თავისუფლება."- აცხადებს ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ელეონორა გოგოლაშვილი.

ქუთაისში, გვირილობის დღესასწაულთან დაკავშირებით გალა-კონცერტი გაიმართა, სადაც 10-მდე ქართველმა მომღერალმა იმღერა.


ნანახია: 790-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჯგერნაიას თქმით, ქალაქის ხელისუფლება ადგილობრივ მომღერლებს სათანადო ყურადღებას არ აქცევს.
'ქუთაისობისადმი' მიძღვნილ კონცერტზე ადგილობრივ შემსრულებლებს არ ამღერებენ.
31 დეკემბერს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე დამონტაჟებულ სცენაზე, ქართველი მომღერლების მონაწილეობით, კონცერტი გაიმართება.
ქუთაისის მერიის კულტურის სამსახური საახალწლო ღონისძიებების პროგრამაზე მუშაობას ასრულებს.
დასკვნითი კონცერთის წამყვანები მომღერალი ელეონორა გოგოლაშვილი და ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე იყვნენ.
იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან, ბაღდათია გამონაკლისი, სადაც 31 დეკმებერს მერიას არცერთი აქტივობა არ დაუგეგმავს.

ამინდი