Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა ჩემთვის იყო ახალი გამოწვევა"

თარიღი : 3-05-2019, 20:21 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
შავლეგო ტაპატაძე თანამდებობის დატოვების შემდეგ განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს, რომელსაც Topnews.com.ge უცვლელად გთავაზობთ.

"იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა ჩემთვის იყო ახალი გამოწვევა და მეტად საპასუხისმგებლო. მცირე დროის მანძილზე ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად შევძელი საკუთარი წვლილი შემეტანა მხარის განვითარებაში. 2018 წელს ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 157 625 222 ლარი დაიხარჯა, 2019 წელს კი გაცილებით მეტი 330 595 589 ლარია გამოყოფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს იმერეთში არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდება. თითოეული პრიორიტეტი მოსახლეობასთან ერთად არის განსაზღვრული და მათი ჩართულობით გადაწყდა პირველ ეტაპზე რა უნდა გაკეთდეს.

მადლობა მინდა გადავუხადო გუნდს ნდობისთვის, სახელმწიფო უწყებებს, რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს. განსაკუთრებული მადლობა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს გვერდით დგომისთვის და საქმიანობისთვის. არ შემიძლია მადლიერება არ გამოვხატო რეგიონის მოსახლეობის მიმართ, მე ვგრძნობდი თქვენს მხარდაჭერას და ეს უფრო მაძლიერებდა.

მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენს მხარეს და მომავალ რწმუნებულს რეგიონის საკეთილდღეოდ. რაც შემეხება მე, ვრჩები გუნდის წევრად და საქმიანობას გავაგრძელებ თავდაცვის უწყებაში, სამხედრო თანამდებობაზე.

კიდევ ერთხელ მადლობა ნდობისთვის და მეგობრობისთვის," - ნათქვამია განცხადებაში.


ნანახია: 465-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნულთან დაკავშირებით გუბერნიის აპარატი განცხადებას ავრცელებს.
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა იმერეთის გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე რეგიონის
topnews.com.ge იმ ვაკანტური თანამდებობებს გთავაზობთ, რომელზედაც კონკურსი გამოცხადდა.
შავლეგო ტაბატაძის თქმით, 2019 წელს იმერეთში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 330 595 589 ლარი დაიხარჯება.
ამ დროისათვის უცნობია ახალი რწმუნებულის ზუსტი გეგმების შესახებ.
გუბერნატორი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge უცვლელად გთავაზობთ.

ამინდი