Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დაცულ ტერიტორიებზე შესვლა გაძვირდა

თარიღი : 3-05-2019, 16:18 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დღეიდან დაცულ ტერიტორიებზე შესვლა გაძვირდა. ბილეთების ფასმა საშუალოდ 10%-15%-ით მოიმატა.

როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოში განმარტავენ, ამის მიზეზი ელექტრონული ბილეთების სისტემის დანერგვა გახდა:

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო გაცნობებთ, რომ 3 მაისიდან სატესტო რეჟიმში გაეშვება დაცულ ტერიტორიებზე ბილეთების რეალიზება ელექტრონული გზით, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ვიზიტორთა მომსახურების ხარისხს. ბილეთების რეალიზაციის პროგრამული უზრუნველყოფის, ფინანსური მონიტორინგისა და ვიზიტორთა შესვლის კონტროლის უზრუნველყოფას ახორციელებს კომპანია „გურუ.ჯი“. კომპანიამ ვიზიტორთა ცენტრებში მოაწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა. დამონტაჟდა გამშვები ტურნიკეტები, ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა, ბილეთის საბეჭდი აპარატები, ასევე სალაროსთან ლოდინის რეჟიმის განტვირთვის მიზნით, ბილეთის ყიდვის სწრაფი აპარატები. ელექტრონული ბილეთების სისტემის დანერგვის გამო, გაიზარდა ბილეთის ღირებულება და დაემატა საკომისიო მომსახურების გადასახადი. აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ საფასურის ზრდა მინიმალურია და შეადგენს 10-15%-ს“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რაც შეეხება ბილეთის ფასებს, „მარტვილის კანიონში“ შესვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის 9 ლარიდან - 10.35 ლარამდე გაიზარდა. უცხოეთის მოქალაქეებისთვის - 15 ლარიდან 17.25 ლარამდე. „პრომეთეს მღვიმეში“ ფასები საქართველოს მოქალაქეებისთვის 10 ლარიდან 11.50 ლარამდე გაიზარდა, ხოლო უცხოელებისთვის - 20-დან 23 ლარამდე. „სათაფლიაში“ საქართველოს მოქალაქეებისთვის 7 ლარიდან 8 ლარამდე გაიზარდა. უცხოეთის მოქალაქეზე - 15 ლარიდან 17.25 ლარამდე. „ოკაცეს კანიონში“ შესვლის ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებზე 8 ლარიდან 9.20 ლარამდე გაიზარდა, უცხოეთის მოქალაქეებზე კი, 15-დან 17.25 ლარამდე.



BPN


ნანახია: 280-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც სააგენტოში აცხადებენ, გაზრდილი შემოსავლები მოხმარდება არსებულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის განვითარებას, სერვისების
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის თქმით, ზოგიერთ ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურზე საწვავის
არასამათავრობო ორგანიზაცია 'ჯანდაცვის პლატფორმა' ბავშვის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების სიისა და ფასის შესწავლის შემდეგ
მხოლოდ აგვისტოს თვეში დაცული ტერიტორიები 227 541-მა ვიზიტორმა მოინახულა, რაც 43 000-ით მეტია, ვიდრე შარშან.
აქციის მონაწილეების თქმით, საწვავზე გაზრდილი ფასის გამო ისინი იძულებული არიან მანქანებზე უარი თქვან და საზოგადოებრივი ტრანსპორტით

ამინდი