Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორ აღნიშნავს ქუთაისის მერია ქალაქის დღესასწაულს-'გვირილობის' პროგრამა

თარიღი : 25-04-2019, 12:18 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
2 მაისს ქუთაისი ქალაქის დღესასწაულს-ქუთაისობას, იგივე გვირილობას აღნიშნავს. იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ ღონისძიებათა პროგრამას:

10:00
ბაგრატის ტაძრის ეზო
ქუთაისის დალოცვა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტ მეუფე კალისტრატეს მიერ

10:00
სასტუმრო ,,ბაგრატი 1003’’
დიპლომატიური კორპუსის მიღება

10:30
სამი ოთარის ძეგლის პატივგება

11:00
ყვავილების გამოფენა-გაყიდვა
ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა
ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა
ჭადრაკი

12:00
ცენტრალური ბაღი. კოლონების მიმდებარე ტერიტორია
ქალაქის დღესასწაულის ოფიციალური გახსნა. სპეციალური სტუმარი - მწერალი გურამ დოჩანაშვილი
მომავლის თეატრის ,,ცისფერყანწელები’’ პერფომანსი ,,ისწავლე თავისუფლება’’

12:00
ოპერის თეატრის მიმდებარე ტერიტორია.კოლონების მიმდებარე ტერიტორია
ააიპ ქ.ქუთაისის „კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება
• ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმის გამოფენა
• გ.მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა
• სამუსიკო სკოლებისა და ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეთა გუნდების კონცერტი
• საქართველოს მქარგავთა და ხელოვან შემოქმედთა ასოციაციის გამოფენა
მიძღვნილი ,,გვირილობის’’ დღესასწაულისადმი (,,თიბისი ბანკის’’ საგამოფენო სივრცე)

12:30
მონპლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორია
ქუთაისური სალონური ცხოვრების ამსახველი კუთხე - ქალაქური ფოლკლორის შემსრულებელი მუსიკოსების მონაწილეობით: ნუკრი კაპანაძე, ნეკა სებისკვერაძე, დები აბულაძეები, ,,ჩვენი კვარტეტი’’.


12:30
მესამე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია
ფემინისტების პავილიონი. ქართველი ცნობილი მწერალი ქალების ფემინისტური პერფომანსი

12:00-დან
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ეზო
გამოფენა ,,საქართველო იწყება აქ’’

13:00-დან
პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია
ლიტერატურული პავილიონი -სახელოსნო 5 ცნობილი ქართველი მწერლის მონაწილეობით

13:00 -დან
ვერიკო ანჯაფარიძის სკვერი
სახვითი ხელოვნების პავილიონი
მე-19 საუკუნის 3 ქუთაისელი მხატვრის ნამუშევრების რეპროდუქციების გამოფენა
იაკობ ნიკოლაძის ქანდაკების 3 განზომილებიანი ჰოლოგრამის წარმოდგენა

13:30
ქ. ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობა
ქუთაისის ,,საპატიო მოქალაქისა’’ და ,,ღვაწლმოსილი ქუთაისელის’’ წოდებაზე წარდგენილ პირთა დაჯლდოების საზეიმო ცერემონია

13:30
წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორია
გამოფენა - ცოცხალი სურათები ქართულ-ფრანგულ მოტივებზე მსახიობების მონაწილეობით.

14:00
ჯომარდობა მდინარე რიონზე

14:00-დან
„ქუთაისობის აღნიშვნა მუხნარის ტყეში“ - იმერეთის რეგიონში შემავალი რაიონების წარმომადგენლებთან ერთად
• ეთნოგრაფიულ კუთხეებში ადგილობრივი ოსტატების მიერ დამზადებული ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოდგენა, ღვინის დეგუსტაცია. კონცერტი მუნიციპალიტეტების ხალხური ანსამბლების მონაწილეობით.
• ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მიერ ორგანიზებული სპორტული ღონისძიებები: ძალისმიერი სამჭიდი, მკლავჭიდი, კარატე, ტაეკვანდო, უშუ,შავფაროსნები, ფარიკაობა, ტანვარჯიში, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი.
ქვარიანის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში


13:00
ნ. ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი
გამოფენა ,,არ დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა’’

13:00- დღის ბოლომდე
საბავშვო ატრაქციონების სივრცე ოპერის თეატრის ტერიტორიის მიმდებარედ

14:00
„ლჯ და კო- ტუბერკულიოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრი რეაბილიტირებული ტუბერკულიოზის დეპარტამენტის გახსნა

20:00
დ.კაკაბაძის გალერეის მიმდებარე ტერიტორია
დ.კაკაბაძის ნამუშევრების ანიმაციური ვიდეო-რგოლის ჩვენება

20:00
ცენტრალური მოედანი
მუსიკალური პროექტი ,,მთელი საქართველო ქუთაისში ,,ალტერ ორკესტრის’’ და სოლისტების მონაწილეობით; დირიჟორი - მირიან ხუხუნაიშვილი. მუსიკალური ვერსიების ავტორი - მიხეილ მდინარაძე.
მონაწილეობენ: გიორგი მეფისაშვილი; გიორგი სუხიტაშვილი; მიხეილ ჯავახიშვილი;მაია ბარათაშვილი; სალომე ბაკურაძე; სალომე კორკოტაშვილი;სოფო გელოვანი;ეკა დოლიძე; თემო საჯაია; ნოდიკო ტატიშვილი.
DJ Zapa

3 მაისი, 13:00
მ.ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი
გურამ დოჩანაშვილის საიუბილეო ღონისძიება



ნანახია: 1665-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ ღონისძიებათა პროგრამას:
ქალაქის დღესასწაულის აღსანიშნავად მიმდინარე წელს ღონისძიებები მთელი კვირის განმავლობაში ჩატარდება.
ქუთაისის მერია ქალაქის დღესასწაულის-'გვირილობის' პროგრამას აქვეყნებს.
ქუთაისქალაქობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქალაქში 2 მაისს დაიწყება და 5 დღე გაგრძელდება.
Topnews.com.ge გთავაზობთ იმ ღონისძიებების ჩამონათვალს, რომელიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ 2 მაისთან დაკავშირებით შეიმუშავა.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დღის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებების სია ასეთია:

ამინდი