Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ჩვენი კაბინეტის მუშაობის ძირითადი პრინციპი ზუსტი დიაგნოზი და ეფექტური მკურნალობაა,'- რა მომსახურებას გთავაზობთ 'კლინიკა ბომონდი'-ს დერმატოლოგიური კაბინეტი

თარიღი : 24-04-2019, 13:57 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„ჩემი ექიმი,“- ასეთია იმ რუბრიკის სახელწოდება, რომელსაც იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge „კლინიკა ბომონდთან“ ერთად გთავაზობთ.

რუბრიკის ფარგლებში თქვენ გაეცნობით საინტერესო და იშვიათ შემთხვევების „კლინიკა ბომონდი“-ს ექიმების საქმიანობიდან და მიიღებთ რჩევებს თქვენთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.

რუბრიკა „ჩემი ექიმი“ ასევე გაგაცნობთ ინფორმაციას „კლინიკა ბომონდი“-ს მიერ გამოცხადებული სხვადასხვა აქციისა თუ უფასო კონსულტაციების შესახებ.


ქუთაისში არსებულ „კლინიკა ბომონდში“ წარმატებით ფუნქციონირებს დერმატოვენეროლოგიური კაბინეტი, რომელსაც დერმატოლოგი ბუჭა ჩაკვეტაძე ხელმძღვანელობს.
კაბინეტი გთავაზობთ სხვადასხვა სახის მომსახურებას:

დერმატოსკოპიას-კანის ციფრულ კვლევას უახლესი პორტატული დერმოსკოპით;

სრულიად უმტკივნეულოდ ხალების დიაგნოსტირებას და მოცილებას უახლესი გერმანული აპარატურის დახმარებით;

მეჭეჭებისა და სხვა წარმონაქმნების დიაგნოსტირებასა და მოცილებას კრიოდესტრუქციისა და ელექტროკოაგულაციის მეთოდით.

„ჩვენი კაბინეტის მუშაობის ძირითადი პრინციპი ზუსტი დიაგნოზი და ეფექტური მკურნალობაა. სახეზე ან სხეულზე ნებისმიერი გამონაყარი იმის სიგნალია, რომ საჭიროა დერმატოლოგის კონსულტაცია. გამონაყარის თანმხლები ქავილი კი მიანიშნებს კანის საყურადღებო პათოლოგიებზე. სწორი დიაგნოზი და დროული მკურნალობა კი თავიდან აგვარიდებს დაავადების გართულებას და პრობლემებს,“- ამბობს დერმატოლოგი ბუჭა ჩაკვეტაძე.

პაციენტების მიღება ხდება ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00-დან 16:00 საათამდე.


ნანახია: 328-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'კლინიკა ბომონდი'-ს პედიატრიული დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს პატარებისთვის.

ამინდი