Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'საჯარო სკოლებში ბავშვთა კვება იყოს უფასო,'- ირმა ინაშვილი განათლების და ფინანსთა სამინისტროებს მიმართავს

თარიღი : 22-04-2019, 22:19 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი განათლებისა და ფინანსთა სამინისტროებს მიმართავს. ვიცე-სპიკერი უწყებებისგან ითხოვს, რომ საჯარო სკოლებში (პირველ ეტაპზე- პირველიდან მეშვიდე კლასის ჩათვლით, მეორე ეტაპზე- პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით) ბავშვთა კვება იყოს უფასო!

"ფაქტია, რომ სკოლის სასადილოებში არსებობს ე.წ. ნისიის რვეულები, სადაც ფიქსირდება,- თვის მანძილზე კონკრეტულმა მოსწავლემ რამდენი ცალი ფუნთუშა, თუ ღვეზელი აიღო.

ამ დღეებში არა ერთი რაიონის მოსწავლეს, მშობელს, პედაგოგს ვესაუბრე. როგორც ირკვევა, სკოლის სასადილოებში ეს პრაქტიკა მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს. ზოგიერთმა მშობელმა ამიხსნა, რომ თვის ბოლოს მიდის სასადილოში და იხდის მთელი თვის საკვების საფასურს. ზოგიერთმა მითხრა, რომ გადახდა უჭირს და ამის გამო, ბავშვები სკოლაში იმ დრომდე არ მიდიან (გაკვეთილებს აცდენენ), ვიდრე მშობელს ნისიად აღებული საკვების ფული სკოლაში არ მიაქვს. ყველას აქვს ღირსება და თავმოყვარეობა!

მივმართავ განათლებისა და ფინანსთა სამინისტროებს: სასწრაფოდაა მისაღები გადაწყვეტილება, რომ საჯარო სკოლებში (პირველ ეტაპზე- პირველიდან მეშვიდე კლასის ჩათვლით, მეორე ეტაპზე- პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით) ბავშვთა კვება იყოს უფასო!

ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომელსაც საჯაროდ ვაყენებ ხელისუფლების წინაშე, ბავშვთა შიმშილის დაძლევაა. გვაქვს ჩვენ ამისი საშუალება, გვაქვს! ვალდებულია ხელისუფლება დაიცვას ბავშვები შიმშილისაგან, ვ ა ლ დ ე ბ უ ლ ი ა!!!,"- ამბობს ირმა ინაშვილი.


ნანახია: 335-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროექტი 38 საჯარო და 8 კერძო სასწავლო დაწესებულებაში განხორციელდება.
სამედიცინო აქცია 38 საჯარო და 8 კერძო სკოლაში მიმდინარეობს.
სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება 38 საჯარო და 11 კერძო სკოლის 13000-მდე მოსწავლეს.
ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს სასკოლო ფორმის შეკერვას სთხოვენ, რომელიც მშობლებს 100-100 ლარზე მეტი უჯდებათ.
ქუთაისის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა.

ამინდი