Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა პრობლემები ექმნებათ საქართველოში დაბრუნებულ ემიგრანტებს

თარიღი : 22-04-2019, 13:25 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ემიგრანტ ქართველებს, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებიან და ბიზნესის კეთებას სოფლის მეურნეობაში იწყებენ, მოქალაქეობის არქონის გამო, კანონმდებლობით მიწის შესყიდვის უფლება არ აქვთ, რაც მათი თქმით ბიზნესის განვითარებას აბრკოლებს.
ემიგრანტ ბიზნესმენ მერაბ ფუტკარაძის თქმით, სახელმწიფოს მხარდაჭერა, რაც ემიგრანტების შემთხვევაში კანონის გადახედვას ითვალისწინებს, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათი ბიზნესის განვითარებას. ასევე განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია "ქვეტექსტი", რომელის მიხედვითაც შემდგომში უცხოელ მოქალაქეზე გაყიდვის მექანიზმი დარეგულირდება, რათა მათზე გადაცემა არ მოხდეს.

"მესამე წელია საქართველოში ვარ, სოფლის მეურნეობა და ემიგრანტების პრობლემა ერთმანეთზეა მიბმული იმიტომ, რომ ჩვენ, ქართველ ემიგრანტებს, როგორც ევროპელს, არ გვაქვს მიწის ყიდვის უფლება. მე თუ როგორც ქართველ ემიგრანტს შემეძლება მიწა შევიძინო, ოღონდ ქვეტექსტით, რომ მერე ეს მიწა არ მიეყიდოს ირანლელს ან სხვა ქვეყნის მოქალაქეს, მნიშვნელოვნად გაამარტივებს მუშაობას. კანონი ძალიან უშლის ხელს ბიზნესის განვითარებას იმიტომ, რომ მიწა თუ ვერ შევიძინე და ვერ გავხდი მეპატრონე, მაშინ ჩათვალეთ, რომ არც ბანკები და არც ერთი სადაზღვეო კომპანია არ ითანამშრომლებს ჩვენთან, საერთოდ არც კი ვაინტერესებთ."

მეწარმის განმარტებით პრობლემები საბანკო სივრცეშიც იქმნება, რადგან კერძო საკუთრების არ ქონის გამო, მათ არ შეუძლიათ კომპანიის დაზღვევა ან სესხით უზრუნველყოდა.

" სამი წელია საქართველოში ვარ, რამდენიმე ბანკში ვიყავი,მაგრამ ამბობენ, რომ რადგან მოქალაქეობა არ მაქვს, მნიშვნელობა არ აქვს, რა ინვესტირება განვახორციელე, მათ არ აინტერესებთ. ბანკებში ითხოვენ უძრავი ქონების, მაგალითად შენობებისა და ბინების საკუთრებაში ქონდას, მაგრამ მე ეს არ მაინტერესებს და რატომ უნდა ვიყიდო ბინა,რომ ბანკმა დამაფისქსიროს, წინააღმდეგობაში მოდის. მე მირჩევნია მიწა ვიყიდო და ფული იქ ჩავდო," - განმარტავს მერაბ ფუტკარაძე.

ბიზნესის განვითრებას სესხების მაღალი საპროცენტო გადასახადიც აბრკოლებს. როგორც ფუტკარაძე განმარტავს, მეწარმეებს ხშირ შემთხვევაში არ უღირთ საქმის გაფართოება.

"თუ ჩვენ გავითვალისწინებთ იმას,რომ სოფლის მეურნეობის სფეროს აღორძინებას ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება, ყველაზე ოპტიმალური უნდა იყოს ორი ან მაქსიმუმ სამ პროცენტამდე სესხი.მეტი არ შეიძლება, იმიტომ, რომ მეწარმემ უნდა აწარმოოს, ბანკებთან თანამშრომლობის შემთხვევაში მაღალი საპროცენტო გადასახადის გამო შეიძლება ბიზნესიც დაკარგოს მეწარმემ და ციხეშიც კი აღმოჩნდეს. მოქალაქეობის შემთხვევაში მარტივად მექნებოდა უფლება მიწის ყიდვის. სწორედ აქედან იწყება ბიზნესის განვითარება, ბიზნესმენს უნდა, რომ მყარად იდგეს, ჩვენ კი,ემირანტები მყარად ვერ ვდგებით, ვერ ვრისკავთ," - გვეუბნება მერაბ ფუტკარაძე.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ნუგზარ კოხრეიძე იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-სთან განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურია, ასევე საუბრობს წარმოშობასთან დაკავშირებულ გამონაკლისებზე, რომლებიც მსგავს შემთხვევებში მოქალაქეობის არმქონე ქართველების ინტერესებს დაიცავს.


''ეს კავშირშია კანონთან, რომელმაც დავა გამოიწვია და საკონსტიტუციომ მიუთითა სახელმწიფოს, რომ ამ კუთხით შეზღუდვა ეს არაკონსტიტუციური ა, თუმცა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გარკვეული მორატორიუმი გამოაცხადა და აი ეს კონკრეტული ფაქტი, ის რომ ქართველებს, რომელთაც აქვთ უცხოური მოქალაქეობა და სურთ საქმიანობა საქართველოში და ამისთვის, მათ არ ეძლევათ საშუალებები, ეს ძალიან ცუდი ფაქტია, ნამდვილად შემაფერხებელი და მე ვფიქრობ, რომ ეს შეზღუდვა, რომელსაც აწესებს სახელმწიფო თავის არსში მაინც არაკონსტითუციურია, არამარტო იმიტომ, რომ ქართველებს არ ეძლევათ საშუალება, არამედ იმიტომ, რომ ზღუდავს თავისუფლებას.
უნდა იმსჯელოს ხელისუფლებამ და მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ასეთი შემთხვევებისთვის რაღაც დათქმები არსებობდეს, გამონაკლისი, თუნდაც წარმოშობასთან დაკავშირებით'', - განმარტავს ნუგზარ კოხრეიძე.

ესმერალდა კუპრაძე


ნანახია: 771-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პრობლემა ვაკისუბნის დასახლებაში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე მაცხოვრებლებს აქვთ.
საზოგადოებისთვის ისევ აქტუალური გახდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისების საკითხი.

ამინდი