Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ირმა ინაშვილი: შიმშილი არის გაუსაძლისი, მოდი გავბრაზდეთ ყველა და შევცვალოთ 'ქართული ოცნება'

თარიღი : 20-04-2019, 17:55 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა ზესტაფონის მოსახლეობას მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი წარუდგინეს. 19 მაისს ჩანიშნულ მერის შუალედურ არჩევნებში პატრიოტთა ალიანსის სახელით გამარჯვებისთვის ანზორ ნებიერიძე იბრძოლებს. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა ზესტაფონის მოსახლეობასთან შეხვედრისას ყურადღება ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ ფონზე, მოსახლეობის შიმშილზე და "ქართული ოცნების" ხელისუფლების უმოქმედობაზე გაამახვილა. ვიცე-სპიკერმა აქვე იმ გეგმაზეცლ ისაუბრა, რომელიც წელიწადში 10 000 ოჯახისათვის საოჯახო ბიზნესის გამართვაში დახმარებას და ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემის მოგვარებას ემსახურება.

„შიმშილი არის გაუსაძლისი. ყველაფერი უფერულდება, როდესაც ბავშვი შიმშილობს. მოდი გავბრაზდეთ ყველა, ერთად შევცვალოთ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალურ მოძრაობასაც“ და „ქართულ ოცნებასაც“ ვუთხრათ არა. ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც ამ ქვეყანაზე წუხს და დაგვინახეთ რა,“- მიმართა შეკრებილებს ირმა ინაშვილმა.

მისივე თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ ხელისუფლებას უმუშევრობის დამარცხების გეგმას სთავაზობს. კერძოდ, გეგმის მიხედვით, შეიარაღებაზე დახარჯული მილიარდიდან ხელისუფლებამ ხუთასი მილიონი ლარი გამოათავისუფლოს, სახალხო ფონდი შექმნას და აღნიშნული თანხით ოჯახებს საოჯახო ბიზნესის აწყობასა და გამართვაში დაეხმაროს. ირმა ინაშვილის თქმით, 500 მილიონი ლარი საკმარისია იმისთვის, რომ წელიწადში 10 000 ოჯახს თავისი ოჯახური ბიზნესი ჰქონდეს და ადამიანები დასაქმდნენ.

„ჩვენ 4 მაისს, სპორტის სასახლეში გავმართავთ დიდ აქციას. ერთ-ერთი მოთხოვნა, რომლითაც ხელისუფლებას მივმართავთ, ეს იქნება. მანამ არ დავიშლებით, ვიდრე ხელისუფლება ამ მოთხოვნას არ შეასრულებს,“- ამბობს ირმა ინაშვილი.


ნანახია: 989-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'პატრიოტთა ალიანსის' ლიდერებმა ქუთაისის ოპერის თეატრში იმერეთის რეგიონის მერობის კანდიდატები დაასახელეს.
100 მანდატიდან - 81% კაცია, ქალებმა - 19 მანდატი მიიღეს.
პაატა გაბრიჩიძის თქმით, ის 2012 წლიდან 'ქართული ოცნების' მხარდამჭერი იყო, თუმცა 'ოცნება' დატოვა, რადგან როგორც ამბობს, კოალიციამ
პარლამენტში ფიზიკური და სიტყვერი დაპირისპირება მოხდა.

ამინდი