Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მუხრან მაჭავარიანის ლექსები ყველა ქართველის სულს ეხება,'-წყალტუბოში მუხრან მაჭავარიანის პოეზიის მხატვრული კითხვის კონკურსი გაიმართა

თარიღი : 20-04-2019, 11:20 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
topnews.com.ge
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის დარბაზში მუხრან მაჭავარიანის პოეზიის მხატვრული კითხვის კონკურსი გაიმართა.

საკონკურსო პირობების თანახმად, გამარჯვებული ორ ასაკობრივ ჯგუფში 8-დან 12 წლამდე და 13-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებში უნდა გამოვლენილიყო. მონაწილეთა გადაწყვეტილებით, კონკურსი ღიად ჩატარდა.

"მუხრან მაჭავარიანის ლექსები ყველა ქართველის სულს ეხება, დიდი თუ პატარა კითხულობს და უყვარს მისი პოეზია. ამ კონკურზე გამარჯვებულები 23 აპრილს, საჩხერეში მუხრანობაზე პოეტის სახლ-მუზეუმში გაემგზავრებიან, სადაც მონაწილეობას მიიღებენ იქ გამართულ მხატვრული კითხვის კონკურსში“, - განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა რიმა მარგიანმა.

მხატვრული კითხვის კონკურსში შედეგები ასე გადანაწილდა, უმცროს ასაკში გაიმარჯვა 8 წლის ილია ხანთაძემ (წყალტუბოს მე-2 საჯარო სკოლა), უფროს ასაკში გამარჯვებული 16 წლის გიორგი იობიძეა (კერძო სკოლა "ოცნება“).

კიდევ ერთი კონკურსანტი 12 წლის მარიამ მარდალეიშვილი (გვიშტიბის საჯარო სკოლა სკოლა) კონკურსგარეშე გაემგზავრება მუხრანობაზე, რადგან მისმა კითხვის მანერამ, ჟიურის მოწონება დაიმსახურა თუმცა წესების თანახმად მხოლოდ ორი გამაჯრვებული უნდა გამოვლენილიყო.

ჟიური წარმოდგენილი იყო შემდეგი შემადგენლობთ:

წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი მამუკა ჩხეტიანი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თენგიზ ნიჟარაძე, აიპ. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ცენტრის“ მმართველის მოადგილე ლილი გელენიძე, ამავე ცენტრის წარმომადგენელი ციცინო იოსელიანი და მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენელი ანა ჭოლაძე.


ნანახია: 286-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მუხრან მაჭავარიანის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა.
ტრადიციული საქალაქო კონკურსის გამარჯვებულს ჟიური გამოავლენს. კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები კი დიპლომებითა და ფასიანი
ღონისძიებები პოეტის მუხრან მაჭავარიანის შემოქმედებას მიეძღვნა. აქტივობები სოფელ არგვეთში მუხრან მაჭავარიანის სახლ– მუზეუმში და
თამარის ციხეზე თეატრალიზებული კომპოზიცია დაიდგა, რომლის ავტორი წყალტუბოს კულტურის ცენტრი იყო.

ამინდი