Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ვაპირებთ, ბევრი ვიმუშაოთ, რადგანაც ქუთაისი მარტო დარჩა ამ ბრძოლაში" - "დატოვე პარლამენტი ქუთაისში"

თარიღი : 19-04-2019, 17:19 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საზოგადოებრივი მოძრაობა "დატოვე პარლამენტი ქუთაისში" აქტიურად განაგრძობს კამპანიას. როგორც მოძრაობის წევრი ეკა ფხაკაძე განმარტავს, საზოგადოებრივი მოძრაობის მთავარი მიზანი არჩევნებამდე სიტუაციის მომწიფებაა, რათა საზოგადოებამ გააზრებულად გააკეთოს არჩევანი და მხარი დაუჭიროს იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნების მომხრე იქნება.

"ვაპირებთ, ბევრი ვიმუშაოთ, რადგანაც ქუთაისი მარტო დარჩა ამ ბრძოლაში. ვთხოვოთ და მივმართოთ თანამოქალაქეებს, რომ გააზრებულად გააკეთონ არჩევანი არჩევნების დროს, მოითხოვონ პოლიტიკური პარტიებისგან პასუხი კითხვაზე "თუ მოხვალთ ხელისუფლებაში პარლამენტი ისევ დაბრუნდება თუ არა ქუთაისში?" და მხოლოდ აქედან გამომდინარე მისცენ მერე პოლიტიკურ პარტიებს ხმა. ჩვენ გვინდა, რომ ისე მომწიფდეს სიტუაცია არჩევნებისთვის, ქალაქში ვერც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ აწარმოოს წარმატებული საარჩევნო კამპანია ამ ხაზის გარეშე. იმდენად მნიშვნელოვანია საპარლამენტო ქალაქის სტატუსი ქუთაისისთვის, მისი მომავლისთვის, რომ ამისთვის ნამდვილად ღირს ბრძოლა, თუმცა დღეს ძალიან ბევრი ადამიანი სკეპტიკურად უყურებს ამას და მიაჩნია, რომ ჩვენ მკვდარ თემას ვაცოცხლებთ. არა მხოლოდ გავაცოცხლებთ, ჩვენ ამ თემას მოდურს გავხდით," - განმარტავს ეკა ფხაკაძე.


ნანახია: 936-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამოქალაქო სექტორი საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადატანის წინააღმდეგ გამოდის. მათი თქმით, ხელისუფლებამ ხალხს უნდა მოუსმინოს,

ამინდი