Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის რეგიონული ტურნირი დასრულდა

თარიღი : 19-04-2019, 17:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის სპორტის სასახლეში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019-ის, იმერეთის რეგიონული ტურნირი დასრულდა.

ფინალური მატჩები, მინი ფეხბურთსა და 3X3 კალათბურთში გაიმართა. სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებული გუნდები, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ რამაზ ჩხიკვაძემ დააჯილდოვეს.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის იმერეთის რეგიონულმა ტურმა სტარტი 19 მარტს აიღო, თამაშები ჩატარდა სპორტის 8 სახეობაში ( მინი ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი, მაგიდის ჩოგბურთი , ბადმინტონი, გეზმრბენი, მხიარული სტარტები).

ასევე, დასრულდა შემეცნებითი სასკოლო ოლიმპიადის იმერეთის ტური. ერთი თვის განმავლობაში იმერეთის სკოლებიდან ოლიმპიადაში ათასზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

რეგიონული თამაშების ჩემპიონები მონაწილეობას მიიღებენ დასავლეთ საქართველოს ზონალურ ტურში, იქ გამარჯვებულები კი მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატის 2020-ის საგზურის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება, ფინანსური მხარდამჭერი კი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაა.


ნანახია: 273-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ოლიმპიადა 25 ივნისს, სპორტის სასახლეში გაიხსნება.
გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ სასკოლო ოლიმპიადის რეგიონალურ ეტაპზე, რომელიც სტარტს 15 აპრილს აიღებს.
ოლიმპიადაზე ქვეყნის მასშტაბით 1400 სკოლის 80000 მოსწავლე ასპარეზობდა.

ამინდი