Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ეკონომიკური ფორუმი პარლამენტის შენობაში უნდა გაიმართოს,'-პარლამენტის ქუთაისში დარჩენის მომხრეთა მოთხოვნა

თარიღი : 19-04-2019, 15:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ეკონომიკური ბიზნესფორუმი, რომლითაც ქუთაისის მერია ქალაქის ეკონომიკური პოტენციალით ინვესტორების დაინტერესებას გეგმავს, მიმდინარე წლის 3 და 4 მაისს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიში გაიმართება, თუმცა აღნიშნული საერთაშორისო მასშტაბის პროექტის განხორციელება თავდაპირველად საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობაში მოიაზრებოდა.

როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა "დატოვე პარლამენტი ქუთაისში" წევრი ეკა ფხაკაძე განმარტავს, თანამედროვე ლოკაციის დაბლოკვა მიზანმიმართული ქმედებაა, რაც აღნიშნული შენობის გაცოცხლების მცდელობებს ახშობს.

"ეკონომიკური ფორუმი პარლამენტის შენობაში უნდა გაიმართოს. თავდაპირველად ითქვა, რომ ფორუმი მართლაც პარლამენტის შენობაში გაიმართებოდა. ახლა კი უნივერსიტეტში გადაწყდა. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმ აზრში, რომ ამ შენობაში ზოგადად სიცოცხლე არ უნდა იყოს, რადგანაც ისეთი შენობები, როგორიცაა პარლამენტის შენობა და ქუთაისში არსებული მთავრობის სახლი, მრჩემა განცდა,რომ აქ სიცოცხლე არ უნდა იყოს. მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფორუმი ტარდება ქუთაისში, ძალიან მიხაროდა, რომ ის იქნებოდა პარლამენტის შენობაში. კარგია საუნივერსიტეტო სივრცე, მაგრამ აქ ჩატარება შეიძლება მოხდეს მაშინ, როდესაც შენ არ გაქვს სათანადო ალტერნატიული ულტრათანამედროვე შენობა ქალაქში," - განმარტავს ეკა ფხაკაძე.

ქუთაისის ვიცე-მერი პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს, ნინო თვალთვაძის განმარტებით პირველი საერთაშორისო ფორუმი ქალაქის მიმზიდველ საინვესტიციო ლოკაციად წარმოჩენას შეუწყობს ხელს.

"საბოლოო ჯამში გადაწყდა, რომ ფორუმი გაიმართება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში. აღნიშნული ფორუმი იქნება ძალიან მასშტაბური. გააერთიანებს როგორც ადგილობრივი ბიზნეს პროდუქციის გამოფენას, ისე თემატურ სესიებს. მოწვეული გვყავს ძალიან ბევრი სტუმარი და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ქალაქის უფრო მიმზიდველ საინვესტიციო ლოკაციად წარმოსაჩენად, იმისთვის, რომ მეტი ინვესტორი დაინტერესდეს ქუთაისით, იმერეთით. ჩვენ წარვადგენთ ყველა იმ შესაძლებლობას, რაც ქალაქში არის, იქნება ეს თავისუფალი ინდუსტრიული ზონები, აეროპორტი თუ სხვადასხვა ხელმისაწვდომობა სხვადასხვა მიმართულებით," - განმარტავს ნინო თვალთვაძე.


ნანახია: 237-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისი 3 და 4 მაისს საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის მასპინძელი იქნება.

ამინდი