Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურას ახალი ეტალონი მოსწავლე ჰყავს

თარიღი : 19-04-2019, 10:18 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ეროვნულ საგანმანათლებლო პროექტის ,,ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი შემოქმედებით გუნდთან ერთად ჭიათურის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა.
ინტელექტუალური ჩემპიონატის შესარჩევი ტური, რომლის მიზანი ,,ჭიათურის 2019 წლის ეტალონი“ მოსწავლის გამოვლენა იყო, ჭიათურის თეატრის შენობაში ჩატარდა.

გამარჯვებული მონაწილეობას მიიღებს 2018-2019 სასწავლო წლის ,,ეტალონის“ ფინალში, რომელიც 15 ივნისს თბილისში, რუსთაველის თეატრში ჩატარდება.

დღევანდელ კონკურსში ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასების 80 მოსწავლე მონაწილეობდა. შთამბეჭდავი ქულებით მოსწავლეებმა ცოდნის მაღალი დონე გამოავლინეს, დამსახურებული გამარჯვება კი ღვითორის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ საბა კუპატაძემ მოიპოვა.

კონკურსს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"მადლობა თქვენ ამ მართლაც ეროვნული პროექტისათვის. ვულოცავ გამარჯვებულს და ვიმედოვნებ ის ,,ეტალონის’’ ფინალშიც ასახელებს მშობლიურ ქალაქს,“- განაცხადა მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით ბიწაძემ.

პროექტის მონაწილებს ასევევ მიესალმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების,კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდული სამსახურის უფროსი გიორგი ციცქიშვილი.

„ეტალონის“ მონაწილეებს წარმატებები უსურვა ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსმა ლალი კაპანაძემ: ,,თქვენ გეთქმით ხვალინდელი სიტყვა, თქვენ საქართველოს მომავალი ხართ,"-აღნიშნა მან.

პროექტის ავტორმა და წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა სცენაზე მიიწვია შარშანდელი ,,ჭიათურის ეტალონის“ გამარჯვებული ლიზი ცარციძე, რომელსაც სამახსოვროდ შარშანდელი ,,ეტალონის“ ფინალურ ტურში მონაწილეობის ფოტო გადასცა.

შეხვედრის დასასრულს გოჩა ტყეშელაშვილმა ახალგაზრდებს მიმართა: ,,ერთხელ გამარჯვება ყველას შეუძლია. გამარჯვებისაკენ მუდმივი სწრაფვა კი გამორჩეულების ხვედრია. იყავით გამორჩეულები“.


ნანახია: 170-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მარიამ ფცქიალაძის საგულშემატკივროდ სპორტის სასახლეში იმყოფებოდნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების
ლადო მესხიშვილის ქუთაისის დრამატულ თეატრში ქალაქის 40 სკოლის მოსწავლე ერთმანეთს "ეტალონი მოსწავლის" ტიტულის მოსაპოვებლად
ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალში 82 მოსწავლე მონაწილეობდა, მათ შორის თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან-სოფ. ქვედა სიმონეთის მე-10
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე, მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე და საკრებულოს თავმჯდომარის
მედიაპროექტ "ეტალონის" ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ქუთაისს ესტუმრა.
ხარაგაულის კინოთეატრში ინტელექტ-ჩემპიონატ 'ეტალონის' ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა.

ამინდი