Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანის სოფელ შუამთაში ქართველი პოეტის 100 წლის იუბილე აღნიშნეს

თარიღი : 18-04-2019, 22:22 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტში, შუამთის კულტურის სახლში ქართველი პოეტის, ლადო სულაბერიძის 100 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო გაიმართა.

ღონისძიებას ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, მერის მოადგილეები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პოეტის ოჯახის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ლადო სულაბერიძე 1919 წლის 20 აპრილს, ვანის რაიონის სოფელ შუამთაში დაიბადა.
ლექსების წერა ადრეული ბავშვობიდან დაიწყო.
1941-1945 წლებში მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში.
ლექსების პირველი კრებული „ყირიმის ღამეები“ 1948 წელს გამოაქვეყნა.

მის მიერ შექმნილი ლექსების და პოემების ძირითადი კრებულებია: „წარწერები კლდეზე“ , „ჩრდილები მღერიან“ , „მზე მავთულხლართებში“, „რჩეული“ და „რჩეული ლირიკა“.

ლადო სულაბერიძის ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ფრანგულ, პოლონურ და უნგრულ ენებზე.

ლადო სულაბერიძე საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკულ, სოხუმის დაცემის დღეს, 1993 წლის 27 სექტემბერს გულის შეტევით გარდაიცვალა.

ღონისძიების დასასრულს სცენიდან მიესალმა საზოგადოებას ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი.

„ბედნიერი ვარ, რომ ვანის მიწაზე დაიბადა ისეთი ნიჭიერი და პატრიოტი პიროვნება, როგორიც იყო ლადო სულაბერიძე, მე მინდა მისი დაბადებიდან 100 წლის იუბილე მივულოცო არამხოლოდ პოეტის ოჯახის წევრებს, არამხოლოდ ვანელებს, არამედ მთელს საქართველოს,"-განაცხადა ალექსანდრე გოგორიშვილმა.

დღევანდელ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სოფელ შუამთაში იმ ქუჩას, სადაც დაიბადა და გაიზარდა ლადო სულაბერიძე, პოეტის სახელი მიენიჭება.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწია ვანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა და ა(ა)იპ ხელოვნებისა და ტურიზმის განვითარების ცენტრმა.


ნანახია: 307-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'ტიციანობასთან' დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს იმერეთის გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ვანის მუნიციპალიტეტის მერი
ღონისძიების ფარგლებში, კორნელი კეკელიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე შექმნილი ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს.
ვანის მუნიციპალიტეტში გალაკტიონ ტაბიძის 124 წლის იუბილე აღნიშნეს
მუსიკალურ-ლიტერატურულ კომპოზიციას ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და

ამინდი