Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მივმართავ 'ქართულ ოცნებას', მხარი დაუჭირონ იდეას,'- ომარ ნიშნიანიძე არგონავტიკის მუზეუმის მოწყობას საკუთარ ეზოში გეგმავს

თარიღი : 18-04-2019, 10:15 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი „ქართული ოცნები“-დან ომარ ნიშნიანიძე ხელისუფლებას მიმართავს და მათ იმ იდეის ფინანსურ მხარდაჭერას სთხოვს, რასაც ქუთაისში არგონავტიკის თემის გაცოცხლება, ხომალდ „არგოს“ აგება და არგონავტიკის მუზეუმის შექმნა ჰქვია.

ყოფილი დეპუტატის თქმით, უკვე დაწყებულია ხომალდის აგება, რომელიც 2 ივნისამდე უნდა დასრულდეს, ხოლო ხომალდმა 2 ივნისს ვანის სოფელ ჭვიშში უნდა მიცუროს. ამის შემდეგ ხომალდი ბინას ქუთაისში, ახლადშექმნილ არგონავტიკის მუზეუმში დაიდებს. მუზეუმის შექმნას ომარ ნიშნიანიძე ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე, საკუთარ სივრცეში გეგმავს. ამ დროისთვის მას საკუთარი სტუდენტები ეხმარებიან.

„ეს არის უდიდესი საქმე ქვეყნისთვის და ქალაქისთვის, რაც მნიშვნელოვნად გაუსვამს ხაზს ძველი კოლხეთის ისტორიას. ეს არის ძველი კოლხეთის ბრწყინვალე, აიეტისა და მედიას ხანა, რომელიც ქალაქისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ, ქუთაისში ჩვენ არ გვაქვს არც აიეტის და არც მედეას ძეგლი, არც არგონავტიკის მუზეუმი. ამიტომ, ჩემი ძალებით შევეჭიდე ამ უდიდეს საქმეს. ტურისტები უკვე გამოთქვამენ ინტერესს და როდესაც მუზეუმი მოეწყობა, მათი დაინტერესება კიდევ უფრო დიდი იქნება. ამ ყველაფერს ცხადია თანხები სჭირდება. ამ დროისთვის ჩემი თანხებით და გარკვეული შემოწირულობით კეთდება უდუდესი საქმე. მივმართავ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, რომ მხარი დაუჭირონ იდეას,“- ამბობს ომარ ნიშნიანიძე.


ნანახია: 530-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ომარ ნიშნიანიძე ხელისუფლებისგან დასაქმებას ელოდება

ამინდი