Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მძღოლს მართვის მოწმობაზე ქულები ვიდეოჯარიმებითაც დააკლდება

თარიღი : 16-04-2019, 14:00 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მძღოლს მართვის მოწმობაზე ქულები ვიდეოჯარიმებითაც დააკლდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მომზადებული აქვს ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებული სამართალდარღვევა, მართვის მოწმობაზე მიბმულ ქულათა სისტემაზეც აისახება.

შს მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის თქმით, კამერებით მძღოლის იდენტიფიცირება არ მოხდება და სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში ქულები მართვის მოწმობაზე იმ პირს ჩამოაკლდება, ვის სახელზეც იქნება რეგისტრირებული ავტომანქანა.

„მფლობელი რომ აძლევს მანქანას ვიღაცას, პასუხისმგებლობაც მას ეკისრება. ეს აპრობირებული პრაქტიკაა ძალიან. ამის ამოქმედების შემდეგ უკვე სახიფათო იქნება - „მოდი ძმაკაცს ვათხოვო მანქანა“, ან „ჩემი პატარა შვილი დავსვა საჭესთან“. ასევე ნაპოვნია გზა, რათა სამართლებრივად დარეგულირდეს ლიზინგების თემაც. ახლა ვსაუბრობთ ყველასთან, რომ პრობლემა არ შეიქმნას. ჩვენ უკვე მომზადებული გვაქვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, მისი განხილვა უკვე მოხდა არასამთავრობოებთან და მხარს გვიჭერენ. გვინდა ეს ცვლილებები უახლოეს მომავალში მთავრობას წარვუდგინოთ და შემდეგ უკვე პარლამენტს. ჩვენი სურვილია, რომ ეს სიახლე უკვე წელს ავამოქმედოთ თუ იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

ipn.ge


ნანახია: 2094-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საგზაო წესების შესახებ კანონის შეცვლის შემდეგ, მართვის მოწმობაზე დარიცხული 100 ქულა ერთ მოქალაქეს უკვე ამოეწურა.
კანონპროექტით გათვალისწინებულია მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემის შემოღება. აღნიშნული ქულები ადმინისტრაციული

ამინდი