Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელები ემზარ ჯინჭარაძის ოქროს ჩარდახის ეზოში დაკრძალვას ითხოვენ

თარიღი : 16-04-2019, 12:06 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ოქროს ჩარდახის დირექტორი ემზარ ჯინჭარაძე გარდაიცვალა. სწორედ ემზარ ჯინჭარაძის სახელს უკავშირდება ოქროს ჩარდახის გადარჩენა და მისი იმ სახით შენარჩუნება, როგორითაც დღეს არის წარმოდგენილი.

მოქალაქეთა ნაწილი,ემზარ ჯინჭარაძის დამსახურების გამო სურვილს გამოთქვამს, რომ იგი ოქროს ჩარდახის ეზოში ან პანთეონში დაიკრძალოს.

"კიდევ ერთი კარგი ქუთაისელი გამოაკლდა ჩვენს ქალაქს... ემზარი - კაცი რომელმაც შეუნარჩუნა ქუთაისს ოქროს ჩარდახი!!," "საოცარი პატრიოტი და თავდადებული საქმისადმი," "შენ იყავი მაგალითი ჩვენთვის ყველასთვის, როგორ უვლიდი და ეფერებოდი ქუთაისს!შენ შექმენი სამეფო სასახლე! შენ იყავი ჩვენი მეფე სოლომენ მეlll-ე!," "უგვირგვინო მეფე სოლომონ მესამემ დატოვა ამიერი ... ისტორიული ძეგლის თავდადებული მოამაგე...მუზეუმოლოგიის დარგის უჩინო აკადემიკოსი...მისმა ნატიფმა, სადა ნახელნაქმნარმა მემორიალურ კომპლექსს ეპოქის დიდებული იერი აღუდგინა და შეუნარჩუნა..,"- ამგვარად ახასიათებენ ემზარ ჯინჭარაძეს ის ადამიანები, რომლებიც მას იცნობდნენ და მის ცხოვრებას სამაგალითოდ თვლიან.

შეგახსენებთ, ემზარ ჯინჭარაძე გუშინ გარდაიცვალა. მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელად გაუარესება სახელდება.

ცნობისთვის, ოქროს ჩარდახი იმერეთის მეფეთა რეზიდენცია იყო. რიონის მარჯვენა სანაპიროზე, ქ. ქუთაისის ცენტრში, ამჟამინდელ რუსთაველისა და თეთრ ხიდებს შორის. პირველი ცნობები სამეფო რეზიდენციის შესახებ ეკუთვნით ევროპელ მოგზაურებს (იტალიელ ამბროზიო კონტარინის - XV ს. და რუს ელჩებს - ტოლოჩანოვს და იევლევს - XVII ს). რეზიდენციას რამდენიმე ძირითადი ნაგებობა ჰქონდა: წმ. გიორგის კარის ეკლესია, დიდი სახლი, მცირე სახლი და სასადილო პალატი.

ეზოს ცენტრში, დიდი ჭადრების ქვეშ, რომელთაგან ერთი დღემდეა შემორჩენილი, იდგა ჩარდახი - ოთხ სვეტზე დაყრდნობილი მაგიდა სალხინებლით. გალავნის კედელში ჩართული იყო სამრეკლო სამეფო რეზიდენციები - გეგუთის სასახლე და ოქროს ჩარდახი და მეფის სალაროსა და სასახლის მცველებისათვის განკუთვნილი კოშკი.

სამეფო რეზიდენცია არაერთხელ დაზიანდა XVII ს-ში. XIX საუკუნეში რეზიდენციის ნაგებობათაგან მცირე სახლი, კარის ეკლესია და სამრეკლო იყო გადარჩენილი. რეზიდენციის ნაგებობათაგან დღეს შემორჩენილია მხოლოდ ერთი - ე. წ. მცირე სახლი. წყალდიდობისგან დასაცავად გამიზნული პირველი სართული ყველა მხრიდან თაღებით არის გახსნილი. მეორე სართულის დიდი დარბაზის კედლებს XVI-XVII სს-ში ბატალური სცენები ამკობდა. ნაგებობა XIX საუკუნეში გადაკეთდა, დღევანდელი სახე კი1960-იან წლებში მიიღო.


ნანახია: 1853-ჯერ

მსგავსი სიახლეები
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, ამჟამად სკვერში არსებული მდგომარეობა მძიმეა და ის პარკირებისთვის გამოიყენება.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მიმდინარე წელს გეგუთის სასახლის გადაუდებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.
დაზარალებულის ინფორმაციით წაღებულია ძვირადღირებული ნივთები და ოქროს სამკაულები.
სანამ ქუთაისის მერია 437 წერილის ქარ-ცეცხლშია გახვეული, უპასუხოდ დარჩენილი მოქალაქეები კი ისტორიული ძეგლის დაცვას ითხოვენ, მანამ
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ
ქუთაისში გაჭიანურებულ და მიტოვებულ სამუშაოებს საზოგადოება აპროტესტებს.

ამინდი