Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში 2019 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 6 505 504 ლარი დაიხარჯება

თარიღი : 16-04-2019, 10:28 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 8 პროექტი 6 180 229 ლარით დაუფინანსდა.

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რეგფონდიდან გამოყოფილი თანხის სრული ნაწილი საგზაო ინფრასტრუქტურას მოხმარდება.

კერძოდ, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას 3 480 300, ნიკეას პირველი შესახვევის გზის მშენებლობას 334 295, შ.კიკნაძის ქუჩის რეაბილიტაციას 218 038, გ.ტაბიძი ქუჩის რეაბილიტაციას 1 105 196, ლორთქიფანიძის ქუჩის კეთილმოწყობას 283 199, გუგუნავას ქუჩის (რკინიგზის გასწვრივ) რეაბილიტაციას 103 124, კლდიაშვილის მეორე და მეოთხე შესახვევის გზის მშენებლობას 181 077 ლარი, ხოლო,
ეზოების კეთიმოწყობას 475 000 ლარი მოხმარდება.

აღნიშნულ პროექტებზე, თანადაფინანსების წესით, თანხას მუნიციპალიტეტიც გამოყოფს. ჯამში 2019 წელს რეგფონდიდან და მუნიცპალური ბიუჯეტიდან ამ პროექტების განსახორციელებლად 6 505 504 ლარი დაიხარჯება.


ნანახია: 422-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად ვერსიაში 13 საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტია ჩადებული.

ამინდი