Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'სააღდგომოდ იმის ფულიც კი არ მექნება 5 კვერცხი რომ მოვხარშო და ოჯახის წევრების საფლავზე გავიდე,'- რკინის მიწურში მცხოვრები მოხუცის მძიმე ისტორია

თარიღი : 16-04-2019, 09:59 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე, 25 წელია, 70 წლის ქალის ბეტონის ფარდულში ცხოვრობს. წყალი, გაზი და ელექტროენერგია შენობას წლებია არ მიეწოდება.

რკინის მიწურის იატაკი დაზიანებულია, კედლები დაბზარული, ჭერიდან კი წყალი თანაბრად ოთახის ყველა წერტილში ჩადის.

ჟუჟუნა ვაჩნაძეს ერთადერთი ოცნება აქვს, ჰქონდეს საკუთარი გადახურული, რადგან ის შენობა, რომელსაც ორ ათეულ წელზე მეტია თავს აფარებს, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.

"უკიდურეს სიღარიბეში ვცხოვრობ. გასულა დღეები, რომ მხოლოდ წყალზე ვყოფილვარ. ღამე ვოცნებობ, რომ მეორე დღეს ვინმემ ტყემალი და პური მომიკითხოს. ხშირად დაზიანებული იატაკიდან და კედლებიდან მღრნელები გადმოდის და გულს მიხეთქავს. ეს რკინის გარაჟიც არ არის ჩემი, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. არავის ადამიანის პრობლემა არ აინტერესებს. სააღდგომოდ იმის ფულიც კი არ მექნება 5 კვერცხი რომ მოვხარშო და ოჯახის წევრების საფლავზე გავიდე. ჩემთვის განსაკუთრებით გაუსაძლისი ზამთარია, რადგან ისეთი სიცივეა, რომ მთელი ღამე ვკანკალებ," - აცხადებს ჟუჟუნა ვაჩნაძე.


ნანახია: 903-ჯერ

მსგავსი სიახლეები
20 წელზე მეტია, ქუთაისში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე მცხოვრები დევნილები დახმარებას ითხოვენ
ოთახში, სადაც 4 მცირეწლოვან ბავშვს სძინავს, ჭერიდან წყალი ჩამოდის, იატაკიდან ქვეწარმავლები ამოდიან, დაზიანებული კედლებიდან კი
მოხუცის ქალის მტკიცებით, მისი შვილი, შვილიშვილები და შვილთაშვილები ქუთაისში ცხოვრობენ, ის კი ზესტაფონში, მხოლოდ იმ მიზეზით
ქუთაისში აღდგომას საფლავზე მისულ მოქალაქეს მამის ადგილას სხვა მიცვალებული დახვდა.
დილას რომ გავიღვიძებ, ღმერთს მადლობას ვეუბნები, რომ არ გამყინა და ისევ ვსუნთქავ. თუმცა ეს ცხოვრება არაა, მთელი ღამე რომ თავზე
დახმარებას ვითხოვ, იქნებ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ერთი ხის ოთახი მაინც შემიჭედოს, რომ ღირსეულად ვიგრძნო თავი. მე ამ პირობებს

ამინდი