Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ტყიბულში ონკანიდან წამოსულ წყალს სასმელად ვერ გამოიყენებ"

თარიღი : 15-04-2019, 17:57 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტყიბულში სასმელი წყალი გამოსაყენებლად უვარგისია. აღნიშნული პრობლემის შესახებ ადგილობრივი ნანა ბუცხრიკიძე Topnews.com.ge - სთან საუბრობს. მისი განმარტებით, ქალაქში აღნიშნული კუთხით პრობლემები არსებობს, რაც მოსახლეობაში დიდ დისკომფორტს იწვევს.

"ტყიბულში ონკანიდან წამოსულ წყალს სასმელად ვერ გამოიყენებ. ასეც რომ იყოს, გრაფიკით მოდის და ხშირ შემთხვევაში, ვერ გაიგებ აღნიშნული გრაფიკი რა პრინციპით მოქმედებს, როდის მოდის და მიდის. გარდა ამისა, სუნი და გემო აქვს ძალიან ცუდი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ცხელი ან ადუღებული წყალია. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული დროის შუალედში მოგვეწოდება, მრიცხველები მაინც დაგვიყენეს. მაშინ, როცა ის მხოლოდ 24-საათიან წყალმომარაგების დროს იდგმება. სასმელ წყალთან დაკავშირებული ეს პრობლემები, უხერხულობისა და დისკომფორტის გარდა, საფრთხის შემცველია მოსახლეობისთვის, რაგდან, ჰიგიენური ნორმები დაცული არაა," - განმარტავს ადგილობრივი ნანა ბუცხრიკიძე.


ნანახია: 1300-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„ჭიათურაში სასმელ წყალს არადამაკმაყოფილებელი სანიტარული მდგომარეობა აქვს და სასმელად უვარგისია“, -აღნიშნული დასკვნა ასოციაცია
ზესტაფონში ვისაც საშუალება აქვს სასმელ წყალს ყიდულობს, ვისაც არა წვიმას ელოდება.
ყვითელი შეფერილობის მატლებიანი წყალი ქუთაისში, ანჯაფარიძის 19 ნომერში მაცხოვრებლებისათვის ჩვეული მოვლენაა.
ხონში, ქალაქის ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს წყალი გრაფიკით მიეწოდებათ.

ამინდი