Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებს ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობა დაევალა

თარიღი : 15-04-2019, 17:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე იმერეთის რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის საკითხებზე იმერეთის გუბერნატორსა და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების ფინანსირების ვალდებულებები იყო. ამ მიზნით, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები იღებენ ვალდებულებას, რათა მომდევნო წლების ბიუჯეტში გაითვალისწინონ საჭირო მატერიალური სახსრები. მუნიციპალური უწყებები აქტიურად ჩაერთვებიან ინდუსტრიული მემკვიდრეობის ძეგლების რენოვაციის პროექტების მომზადებისა და განხორციელებაში. პარალელურად, რეგიონულ თვითმმართველობებს სააგენტო კულტურული მემკვიდრეობის საიტების მართვისა და განვითარების მიმართულებით ქმედით დახმარებას გაუწევს, რაც საკონსულტაციო მომსახურებასა და პროცესებში პრაქტიკულ თანამონაწილეობაში გამოიხატება. კომპლექსური პროექტების განხორციელებისას მხარეთა სამოქმედო გეგმები წინასწარ შეთანხმდება.

რეგიონში არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის საკითხების მიმართ სამოქმედო პრინციპების შეთანხმების მიზნით, ადგილობრივ თვითმმართველობებთან საქმიან შეხვედრებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მომდევნო თვეებშიც განაგრძობს.


ნანახია: 396-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამის შესახებ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის პაატა
სამომავლოდ დაგეგმილია მსგავსი სწავლებების ჩატარება სააგენტოს სხვადასხვა მუზეუმ-ნაკრძალებში რეგიონების მიხედვით.
ძეგლების განმეორებითი აღწერის შემდეგ გამორიცხული არ არის რამდენიმე ათეულმა ობიექტმა ძეგლის სტატუსი დაკარგოს.
ქართული მხარე მჭიდროდ თანამშრომლობს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტთან, საფრთხის ქვეშ მყოფი ისტორიული ძეგლების
კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძემ განაცხადებით, დღევანდელ სესიაზე გადაწყდა ორივე ტაძრის -
გადაწყვეტილება ამის შესახებ იუნესკოს არამატერიალური კულტურული კომიტეტის მეთერთმეტე სესიაზე მიიღეს.

ამინდი