Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

,,ზესტაფონლებს არ დავპირდები, რომ ავაშენებ"

თარიღი : 15-04-2019, 14:02 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონის მერობისთვის პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე გოგი წულაია იბრძოლებს. მერიის შენობის წინ წულაია პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ წარადგინა.

წარდგენას დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ესწრებოდა. მათი თქმით, მთავარი მიზანია, ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა არ დაბრუნდეს და დასრულდეს ქართული ოცნების მმართველობა.

წულაიამ ზეტაფონის მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და თანამოაზრეებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.
,,ზესტაფონლებს არ დავპირდები, რომ ავაშენებ. მე არავის არ ავაშენებ, ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ. ზესტაფონიდან დავიწყებ ბრძოლას რეალური თვითმმართველობისთვის. მარაზმია და უზნეობაა, როდესაც ფერონ წამლავს ადამიანებს ზესტაფონში და იქ გამომუშავებული თანხა მიდის თბილისში, ბიუჯეტში. აქ არის ყველაზე მეტი ონკოლოგიური დაავადებებით გარდაცვლილი ადამიანი"- განაცხადა გოგი წულაიამ.

გოგი წულაიას შუალედურ არჩევნებში მხარს ,,ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა", ,,ეროვნულ პატრიოტული მოძრაობა" და დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე უჭერენ.


ნანახია: 513-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში პარტია "თავისუფალი საქართველო" მერობის კანდიდატს დღეს წარადგენენ.
როგორც წულაია ამბობს, ის პარტიის პოლიტიკური მდივანი გახდა და საქმიანობას ქუთაისში გააგრძელებს.
კახა კუკავა დღესვე ავტომშენებლის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა და მათ საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო.
გოგი წულაიამ საკუთარი არჩევანი 76-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

ამინდი