Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ტურისტებისა და ადგილობრივებისათვის 16 საინფორმაციო დაფისა და 4 აბრისთვის 10 000 ლარზე მეტი გამოიყო

თარიღი : 15-04-2019, 13:08 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიამ ქალაქში საინფორმაციო დაფებისა და აბრების განთავსებისთვის ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, რომლის საფუძველზეც ქალაქში 16 საინფორამციო დაფა და 4 აბრა განთავსდა.

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ინდმეწარმემ, გიორგი დარსაველიძემ შეასრულა. დაფებისა და აბრების განთავსებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 10 000 ლარზე მეტი გამოიყო.

ცნობისთვის, საინფორმაციო დაფები ქალაქის მასშტაბით არსებულ სხვადასხვა ლოკაციებზე განთავსდა, მათ შორის წითელ ხიდსა და თეთრ ხიდთან, ოქროს ჩარდახთან, ცენტრალური ბულვარის შესასვლელთან, 9 აპრილის მემორიალთან, ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმთან, ასევე ვაჟა ფშაველას, გალაკტიონ ტაბიძის, დები იშხნელების, ექვთიმე თაყაიშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ზაქარია ფალიაშვილის, მერაბ კოსტავას და იპოლიტე ხვიჩიას ძეგლებთან.

დაფებზე ინფორმაცია ქართულ და ინგლისურ ენებზეა დატანილი.


ნანახია: 128-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქალაქის გარდა, 9 მსგავსი ლაითბოქსი ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზეც განთავსდა.
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და საკრებულოს დეპუტატებმა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს და იქ არსებულ
როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, ქუთაისის მერიამ ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე 15 მაისს გამოაცხადა.
მიმდინარე წლის განმავლობაში 36 თანამდებობის პირი შეიცვალა და ქალაქის მერიის მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებამ

ამინდი