Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანში ქართული ენის დღე აღნიშნეს

თარიღი : 15-04-2019, 09:34 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
საქართველოში 14 აპრილს, ქართული ენის დღე აღინიშნება. ვანის მუნიციპალიტეტში ქართული ენის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები გაიმართა.

დილიდან ქალაქის ცენტრალურ სკვერში, ვანის მეორე საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კომპოზიცია, “ენა ბურჯია ერისა“ წარმოადგინეს. მოგვიანებით ვანის გურამ ბზვანელის სახელობის მუსიკალური სკოლის დარბაზში, ა(ა)იპ ვანის სახელოვნებო განათლებისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელების მიერ წარმოდგენილი იქნა მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია „ო ენავ ჩემო". დღის მანძილზე გამართულ ღონისძიებებს ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, ასევე კულტურის და განათლების სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ქართული ენის დღის აღნიშვნა საქართველოში 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს უკავშირდება, როცა ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსის დაკარგვის საფრთხე დაემუქრა, რასაც ქვეყნის მოსახლეობა, ინტელიგენციასთან ერთად დაუპირისპირდა. მაშინდელი მთავრობა იძულებული გახდა, დემონსტრანტთა მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა. კონსტიტუციის მანამდე სადავო, 75-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ენად ქართული გამოცხადა.


ნანახია: 57-ჯერ

მსგავსი სიახლეები
1978 წლის 14 აპრილს საქართველოში სახელმწიფო ენად ქართული გამოცხადდა.
ღონისძიებაზე 1978 წელს, ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის დასაცავად გამართული აქციიდან ფრაგმენტები გაიხსენეს და ლექსები
ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში დედაენის მემორიალთან ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, მაჟორიტარმა დეპუტატმა გენადი
ღონისძიების ფარგლებში, კორნელი კეკელიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე შექმნილი ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს.
ქუთაისში ქართული ენის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიება გაიმართა.
კვირეულის ფარგლებში კონკურსი- „ვინ უკეთ წერს“ და ვიქტორინა- „თუ დაივიწყე ენა ქართული!..“ ჩატარდა.

ამინდი